მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა რაშიდ რახიმოვმა "რუბინის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა.
"კვარაცხელია პროგრესირებს, ფიზიკურადაც მომძლავრდა. ჩვენ გვესმის, როგორი სქემით თამაშობს "რუბინი" და ის სად უფრო ეფექტურია. თუ საშუალო დონის ევროპულ კლუბში, მაგალითად, "ლაციოში" გადავა, დაიბადება კითხვები: როგორ ადაპტირდება 3-5-2 სქემაში, როგორ წარმოჩინდება ფლანგის მოთამაშედ, შეძლებს თუ არა მეორე თავდამსხმელად თამაშს?
ხვიჩამ ურიგოდ არ წარმოაჩინა თავი არა მარტო ჩვენს ჩემპიონატში, არამედ საქართველოს ნაკრებშიც. ამიტომ მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. საკითხი კლუბებს შორის შეთანხმებაში