sempremilan: ხვიჩა "მილანში" მისტიფიკაციაა - მისით "ტოტენჰემია" დაინტერესებული

AutoSharing Option
sempremilan-ი Sky Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მილანი" "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია, თუმცა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ხოლო ჟურნალისტმა კარლო პელაგატიმ ამას მისტიფიკაცია უწოდა, ვინაიდან მარცხენა ფლანგზე სტეფანო პიოლის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელია და ამას გარდა, ხვიჩა არაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რაც თავისთავად პრობლემაა.

მთავარი პრობლემა კი ტრანსფერში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი 18 მილიონი ევროა.

გამოცემის ცნობით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 20 წლის მოთამაშით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა. ამ ინფორმაციას milannews-ი და ბრიტანული teamtalk-იც ადასტურებენ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ორშაბათი მილანი.
სამშაბათი ჩელსი.
ოთხშაბათი იუვენტუსი.
ხუთშაბათი ლიდსი.
პარასკევი დორტმუნდი.
შაბათი ატალანტა.
იქნებ ეს ბიჭი კვირას მაინც დავასვენოთ ჰააა?
. მოკლედ, კვირას ხვიჩას დასვენება, მარა ჩვენ ნუ დავისვენებთ, ჩვენ ჩვენი ვარიანტები შევთავაზოთ. მე მაგალითად ატალანტას მომხრე ვარ, იმიტომ რომ სულ ძირითადში ეყოლებათ. აბა რეალი და სკამის ხეხვა? ცოდონი ვართ ტოო...
კ ო მ ბ ლ ე
27 ივლისი 2021 02:10
0
აკი 1 ივლისამდე ლიდსში უნდა აღმოჩენილიყო?!
N
27 ივლისი 2021 01:40
0
ჩვენ არ გვიყვარს ტრაბახი, იტალიელები და ინგლისელები წერენ. შინაარსს ვერ იგებთ?
ბაქი-ბუქა
27 ივლისი 2021 01:16
3
რამდენი ტრაბახი გვიყვარს ამ წილხვედრელებს. არსად არ მიყავთ შეეშვით ამ ბაქიაობას
ჯაბა
27 ივლისი 2021 00:50
19
არსადაც არ მიდის ხვიჩა,შეეგუეთ
გრიგოლი1408
26 ივლისი 2021 23:02
9
დაიწერა იტალიურ პრესაში და არ დაწერონ?
ვახო
26 ივლისი 2021 23:00
4
აცადეთ კაცს, ვახ ყველა ჭორი აქ იდება....
koba
26 ივლისი 2021 22:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული