ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია VS ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე რეალურია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო ერთი წყვილი შედგეს - თუკი ყაზანის "რუბინი" და ბელგიური "გენტი" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დაძლევენ, ჯგუფში მოხვედრისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ყველა შემთხვევაში, ახლად შექმნილი ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ორი ლიდერიდან ერთ-ერთის გუნდს ნამდვილად ვერ ვიხილავთ.

პლეი-ოფში რომ იასპარეზოს, კვარაცხელიას "რუბინს" პოლონური "რაკოუვის" ბარიერის გადალახვა მოუწევს, ჩაკვეტაძის "გენტს" კი - ლატვიური რფს-ის. ყაზანელები პირველ მატჩს 5 აგვისტოს, სტუმრად გამართავენ.

სამწუხაროდ, უკანასკნელ შეხვედრებში გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა არ ეძლევა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქართველმა
ფეხბურთელმა ერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღო. იმედია, გიორგის ძირითად შემადგენლობაში მალე ვიხილავთ. "გენტი" პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ამ წყვილის შედგენის შემთხვევაში, გუნდები ჯერ ყაზანში, 19 აგვისტოს, იასპარეზებენ.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ზემოხსენებულ წყვილებში ფავორიტები სწორედ "რუბინი" და "გენტი" არიან. ასე რომ, მათი პლეი-ოფში დაპირისპირება საკმაოდ რეალურია.

altბათუმის "დინამო" შესაძლოა, ხოჭოლავას "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდეს

altჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა...

altკონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის





ასევე დაგაინტერესებთ