ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა...

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში დღეს, 1-ელ აგვისტოს, გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "ბეერსხორტს" უმასპინძლებს. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ...

გიორგიმ 26 ივნისს, ნიდერლანდურ "ფეიენოორდთან"(1:1) 90 წუთი ითამაშა, შემდეგ კი აღარ გამოჩენილა. როტერდამის "სპარტასა" და ფრანგული "ლილის" წინააღმდეგ ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ახლა კი მის გვარს ვერსად ვაწყდებით.

ჟიუპერლიგის პირველ ტურში "გენტმა" "სტ ტრუიდენთან" წააგო(1:2), კონფერენს ლიგაზე ბელგიური "ვოლერენგას" დამარცხების შემდეგ კი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლატვიურ "რფს"-ს დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძეს 2018-19 წლების სეზონის შემდეგ, ტრავმის გამო, ფაქტობრივად, ნორმალურად თამაშის
შესაძლებლობა არ მისცემია. ხსენებულ პერიოდში 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების რიგებში, "ერთა ლიგაზე" 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ბელგიურ კლუბში კი 5 შედეგიანი დარტყმა და 4 ასისტი ჰქონდა.

altგიორგი ჩაკვეტაძე "ვოლერენგასთან" ვერ ითამაშებს

altმიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ

altგიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა



მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი ტვინში და გულში წყდება, კუნთები უბრალოდ მათ დავალებებს ასრულებენ.ტრავმა ვის არ ჰქონია, სპორტსმენები ყოფილან, 10 კაციდან ბოლოზე გასულან,მაგრამ შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონები გამხდარან,რადგან ტვინში და გულში გადაწდა ეს ამბავი.გამორიცხულია რომ ვერ დაბრუნდეს,მოედანი,მწვრთნელი,ამინდი უბრალოდ გარემო ფაქტორებია,მთავარია ტვინი და გული, იმედია ამ ორი ორგანოს გავლით დაგვიბრუნდება გიორგი,სხვაგვარად მე პერსპექტივას იმისას რომ ჩაკვეტაძე ფეხბურთელი დადგეს მე ვერ ვხედავ.ის რაც მან ითამაშა იყო მისი ასაკის ბრალი,სილაღის რომლითაც ის თამაშობდა,რომლითაც მოიგეს ოლიმპიადა ბექაურმა და შავდათუაშვილმა,მაგრამ იმისათვის რომ შედგე ძლიერ სპორტსმენად საჭიროა სტაბილურობა და ეს სტაბილურობა ტვინის და გულის გარეშე ვერ მიიღწევა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგის.
საქართველო
08:10 02-08-2021
0
ჩაკვეე, პატარა ბავშვი აღარ ხარ, გაუშვი შენი მენეჯერი და აიყვანე ისეთი რომელიც შენზე იფიქრებს და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. წამოდი გენტიდან, ხომ ხედავ რომ მანდ შენ ვერ ახერხებ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენას. ამჟამად გჭირდება შედარებით სუსტი ლიგა თუმცა მუდმივი თამაში, რადგან სათამაშო ფორმაში ყოფნა შენ თვითონ იცი სულ სხვა რამეა. ერთი წელი დაგჭირდება რომ ძველი უნარები აღიდგინო, თუნდაც ორი სეზონი დაგჭირდეს არაუშავს, შემდეგ უკვე კარგი გუნდი აგიყვანს, ამ ორ წელიწადში იმასაც შეძლებ, რომ დარბაზში წონებით ივარჯიშო, ფიზიკურად აუცილებლად უნდა მოღონიერდე და სათამაშო ინტელექტი უფალმა მოგცა. ამიტომ დაფიქრდი შენ კარიერაზე და ამავე დროს შენს ქვეყანაზე, რომელსაც შენი ნიჭის გამოვლენა ჰაერივით ჭირდება. არაუშავს თუ ორი წელი ძალიან მაღალი ხელფასი არ გექნება, შემდეგ შეძლებ უკვე კარგ ანაზღაურებაზე თამაშს, ფული თავისით მოვა. ძალიან გთხოვ სტრატეგიულად იაზროვნე და ნუ დაემსგავსები ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს რომლებმაც დღევანდელი კვერცხი არჩიეს და საბოლოოდ დაიკარგნენ და 30 წლამდე ასაკში უკვე დაანებეს თამაშს თავი. იყავი ჭკვიანი და წარმატებები.
ქართველი
22:37 01-08-2021
0

სიახლეები პოპულარული