წამყვანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა "მილანთან" ნამატჩევს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეაქეს.
as: "დღეს გამოჩნდა, რომ ბორდალასის შემადგენლობა სანახევროდ შერჩეულია. გუნდში საუკეთესონი მამარდაშვილი, ალდერეტე და პაულისტა იყვნენ.
კარგი შეხვედრა ჩატარა მამარდაშვილმა. მან ბრახიმ დიასის დარტყმული ბურთი მოიგერია და "მესტალიას" თავისი პირველი აპლოდისმენტები მოსწყვიტა. თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, შეუძლია პირველი მეკარე გახდეს."
"მარკა": "მე-60 წუთზე სწორედ მამარდაშვილმა, წინასასეზონო მატჩების ერთ-ერთმა სენსაციამ, ბრახიმს გოლი არ გაატანინა, არც ლეაოს და "ვალენსია" ნარინჯისფერ თასს დაეუფლა.
მატჩი მშვიდად მიდიოდა პენალტების სერიისაკენ, როდესაც სპარინგისათვის არადამახასიათებელი კონფლიქტი
მოხდა. შეხლა-შემოხლაში აგრეთვე მონაწილეობა სათადარიგო ფეხბურთელებმა მიიღეს".
"მუნდო დეპორტივო": "ვალენსიამ" კარგი მატჩი ჩატარა ოთხშაბათს "მილანთან". საკმაოდ კარგი იყო დაცვა - მეკარე მამარდაშვილის წარმატებული ასპარეზობით. მან ორჯერ თავისი გუნდის გადარჩენით სიამოვნება მიიღო და ლა ლიგის სტარტს კარგ ხასიათზე ხვდება".
თან სკუპით, სიმაღლეზე ოთხი მეტრი და ოთხმოცდაათი აჩვენა, მარცხენა ფეხი ცოტაც რომ აეწია ხუთ მეტრს აცდებოდა, მოკლედ ძალიან მაგარია, ცოტა პიარშიკებში უნდა დახმარება და შეიძლება ჩვიდმეტ მეტრზეც ახტეს.. მაგის ნახევარ შვიდ ან რვა მეტრზე, სიმაღლეზე ჭოკით მხტომელი რომ არის, მსოფლიოს ჩემპიონი ეთიოპიელი ტომსონი, თუ ჯონსონი ყოფილა, ისიც ვერ ხტებაო.. თან იმას ბამბუკის ჯოხი ქონია, ჩვენსას კი, როგორც პრესამ აღნიშნა, ძველი ბოტასები აცვიაო და მთავარ საიდუმლოს ბოტასებში ხედავენ. ის კი არ იციან, რომ ჩვენთან ეგრეა, ჯერ მანქანას ყიდულობ ჯიპი თუ არა ბმვ მაინც და მერე ბოტასებს და ბუცებს..
მიდი მიაწექი ბრატ! მალე იმედია მეხუთე სართულზეც ახტები, გამორბენის გარეშე რა თქმა უნდა.. ესპანელები გიჟებს გვანან, დროა რეალი, ან ბარსა. ბარსა ვითომ? მესი და რამეე?