გუნდში დარჩა კეინი და დაიმატეს უძლიერესი მცველი - თუ კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადავა, სუპერშემადგენლობა დახვდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერებას განაგრძობს.

"დეზების" გულშემატკივართათვის რამდენიმე დღის წინ სუპერინფორმაცია გავრცელდა. გუნდმა "იუვენტუსიდან" 2020/21 წლების სერია A-ს ერთი საუკეთესო მცველი, არგენტინელი კრისტიანო რომერო დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში "ჯენოაში" იჯარით ბურთაობდა.

აღსანიშნავია კიდევ ისიც, რომ ლონდონელებმა "ატალანტადან" იჯარის წესით მეკარე გოლინი გადაიბირეს, რომელმაც უგო ლორისს კონკურენცია უნდა გაუწიოს და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.

რა თქმა უნდა, "ტოტენჰემის" ფანებისთვის მაინც ყველაზე გასახარი კლუბში სონისა და ჰარი კეინის დარჩენაა.

პირველმა მათგანმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა და "ტოტენჰემს" სიყვარული შეჰფიცა.

რაც
შეეხება კეინს, მას ლონდონელთა ბანაკის დატოვება ძალიან სურდა, თუმცა "დეზებმა" ინგლისის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ დიდი თანხა მოისურვეს, ის არავინ გადაიხადა და ჰარიც, ჭირვეულობის მიუხედავად, საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Sportall-მა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგთავაზათ, სადაც მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ტოტენჰემს" ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ძალიან სურს.

თუ ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდა და ხვიჩა პრემიერლიგაში აღმოჩნდა, ეს მისთვის მართლაც ბრწყინვალე შანსი იქნება და მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
უბრალოდ, ცოტა ხნით გამოდით ქართული რეალობიდან და ცოტა შორიდან შეხედეთ ამ ამბავს.
სასაცილოა ჩვენი ამბიციები. რუბინის ვარსკვლავები ტოტენჰემში არ გადადიან. მითუმეტეს, ბაიერნში და სხვა გრანდებში.
გეყოფათ. 2-3 წელიწადში მიხვდებით თუ რა სასაცილოა ეს ამბავი, მაგრამ მაშინ ეს აღარ გემახსოვრებათ და სხვა ქართველების გრანდებში "გადაყვანით" იქნებით დაკავებულები :)
Burton
11 აგვისტო 2021 18:25
20
რა იცი ჯუღელი იძახის პერეგავორები მიდისო,თანაც იგრავოი პრაქტიკაც აქვსო..ნორმალური ევროპული გუნდის ხემძღვანელები არ დაჯდებიან ჯუღელის მსგავს პიროვნებასთან..შერცხვებათ
burtons
11 აგვისტო 2021 19:56
3
Fantazy გრძელდება.
kaxi
11 აგვისტო 2021 14:53
4
"...ვარსკვლავების გვერდით ითამაშებსო"?! თვითონ, რა? ვარსკვლავი არ არის? დაე, ამ სხვა ვარსკვალებმა ითამაშონ მის გვერდით!!!
N
11 აგვისტო 2021 16:27
14
ოცნებას კაცი არ მოუკლავს. გააგრძელეთ მასე, თუ ეს ცხოვრებას გიადვილებთ.
Yes
11 აგვისტო 2021 17:11
2
პსჟ-ში გადავა. მესისთან ერთად მხარდამხარ ითამაშებს.
ლევანი
11 აგვისტო 2021 16:55
7
რა ტოტენჰემი მხოლოდ პსჟ ან რეალი,პერეგავორები მიდის,იციან იგრავოი პრაქტიკა რომ აქვს…
jugeli
11 აგვისტო 2021 14:54
28
ბაიერნში გადადი ხვიჩა, არც დაფიქრდე, მზადა ხარ ბუნდესლიგისგან.
q
11 აგვისტო 2021 14:02
11
ახალი ინფორმაცია:
"ტოტენჰემმა" დაიწყო მოლაპარაკებები ხვიჩა კვარაცხელიასთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინგლისელი აგენტის დახმარებით. ხვიჩა მზად არის ლონდონში გადავიდეს.
ქ. გ.
11 აგვისტო 2021 15:49
4
ჯერ იმაზე იფიქრეთ,რომ პუტინის ხელშია და მერე გადავა -გადმოვაზე ილაპარაკეთ.თუმცა თქვენთვი ეს საუბარიც ხომ ფულია.
ილია
11 აგვისტო 2021 18:45
18
ხვიჩას შესახებ სტატიები ხალხის მხრიდან იმტერესს იწვევს და თქვენც (ჟურნალისტები) ათას ჭორ მართალს წერთ ამ ბიჭის შესაძლო ტრანსფერზე.
იოსები
12 აგვისტო 2021 08:31
0
მთავარია იგრავოი პრაქტიკა აქვს, პერეგავორები მიდოს. თან თვითონ მამუკაც ნაპადენიაში თამაშობდა და არეშლება რა როგორ
c
12 აგვისტო 2021 01:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული