ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსიას" თავკაცი მატჩის წინ მეკარეებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "ხეტაფესთან" გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეკარეების საკითხზეც ისაუბრა:

"იასპერ სილესენი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. უკანასკნელ ვარჯიშზე გადავწყვეტთ, რამდენად იქნება ის მზად, ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშოს.

რაც შეეხება ხაუმე დომენეკს, მას მუხლი ისევ აწუხებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გუნდის დახმარებას შეძლებს."

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ქართველმა კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ამხანაგურ შეხვედრებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ესპანურ პრესაში ლა ლიგის პირველი ტურისთვის ძირითად შემადგენლობაში სწორედ მას მოაიაზრებდნენ.

"ვალენსიასა" და "ხეტაფეს" შეხვედრა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონს გახსნის, 13 აგვისტოს, თბილისის
დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

altესპანური მედია: თუ სილესენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება

altმამარდაშვილს "ვალენსიას" ძირითადში მოიაზრებენ



ასევე დაგაინტერესებთ