მამარდაშვილის "ვალენსიას" პრეზიდენტად გუნდის მფლობელის ვაჟი დაინიშნა

AutoSharing Option
ლა ლიგის ბინადარმა გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" გვაუწყა, რომ გუნდს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ლაიჰონგ ჩანის ნაცვლად, რომელიც პოსტს 2022 წლიდან იკავებდა, მის პოზიციას კლუბის მფლობელის პიტერ ლიმის ვაჟი კიატ ლიმი დაიკავებს.

ლიმი უმცროსი "ღამურების" დირექტორთა საბჭოში 2022 წლიდან საქმიანობდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანი დაწინაურება მიიღო.

სათქმელია ისიც, რომ "ვალენსიას" ფანები ლიმის საწინააღმდეგო განცხადებებს სისტემატიურად აკეთებენ. მათ გუნდის მართვა არ მოსწონთ და მფლობელს მოუწოდებენ, რომ გუნდი გაყიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული