მამარდაშვილის შეცდომა - "ვალენსიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები ლოპესმა დააწინაურა, ანგარიში კი სტუმრებმა მამარდაშვილის შეცდომის შედეგად გაათანაბრეს. მეორე ტაიმში „ღამურებმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და სადიკმა ჰეინის კარი დალაშქრა. „ვალიადოლიდს“ თანაფარდობის აღდგენის საშუალება მიეცა, მაგრამ ახლო მანძილიდან ლატასას თავით დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, საერთოდაც ქართველი უკვე დამაჯერებელი იყო და „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.6, flashscore 6.4, whoscored 6.0.

„ვალენსია“ 27 ქულით მე-16 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 ლოპესი (7), 1:1 ლატასა (40), 2:1 სადიკი (58)

altმამარდაშვილის "ვალენსიას" პრეზიდენტად გუნდის მფლობელის ვაჟი დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 10 /
Სამწუხაროდ ძალიან მოუკლო! Არც გამოსვლებზე თამაში შეუძლია და ფეხით ხომ საერთოდ ფეხბურთზე ახალმიყვანილი ბავშვივით, ცუდად თამაშობს.
Ზაზა
17:41 09-03-2025
1
აუეეე…ბიჯოო ვალენსიაში რომ გადახვედი უკანა გზის ფული არ გქონდა და დაამტკიცე რომ გგიკიდია ვალენსია ლა ლიგა სხვა ყველაფერიც ირგვლივ ….ახლა კი რამ დაგამანდრაჟა ჯერ არ გადასულხარ იმ ლივეეპულში რაა ეგეც ჩვეულებრივი გუნდი ეგეთივე ფეხბურთელებით შე ოჯახაშენებულო რეალის და ბარსას არ შეგშინებია და რაა ჩელსთან და მანჩესტერებთან ვერ გაქაჩავ თუ რამ აგჭრა ეგრე იქაც სოფლის გუნდებია მათივე ჩემპიონატიც ….ასე რომ დაიკიდეე !!! მაგრაააამ გირჩევ გამოილოცე ის სიტყვები რასაც აბრალებდი საქართველოს და მის ნორმალურ ხალხს და აყევი ვიღაც ლიბერასტებს ხომ ხედავ კარმამ ეგრე იცის ( ზოგიერთებს გაზგამათბობელის გარდა კიდევ არის სხვა კარმაც) არ შეიძლება ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ისიც შეიგენით და სხვებსაც გადაეცით 3-5 ათასი აქტიერი მასა სოცქსელებში ეგ არ არის მთელი საქართველო პირიქით ესენი არიან ვინც არ არიან საქართველო და მაგიტომაც ყვირიან ყველაზე მეტად ( აჰა ნახე აქაც რაები ატყდეს) ნორმალურ ქართველს კი ეგეთებისთვის ან არ სცალია ან უბრალოდ იკიდებს ეგეთ ხალხს …!!! ბოლოს კი დამშვიდდი შენ კი არა ლისონმა ინერვიულოს ხომ ნახე ამოხტა ტრუსებიდან ისევ როგორც ბარკოლა შენ 15 წელი კარიერა გაქვს წინ მას კი აჰა 1-2 სეზონი
მდაა
15:31 09-03-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული