ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოქრიაშვილი პირველი ტურისა და ნაკრებისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული Balla წერს, საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და უკვე "აპოელთან" ერთად ვარჯიშს შეუდგა.

კვიპროსის 2021-22 წლების ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს, "აპოელი" კი, სადაც ასევე გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოდიან, "პაფოსს" ესტუმრება.

მოსამზადებელ შეკრებაზე ოქრიაშვილსა და დაუშვილს საკმაოდ ბევრი გაუცდათ, თუმცა  ჩემპიონატის სტარტისთვის მომჯობინებას ორივე ახერხებს. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, სადაც ვილი სანიოლის "ჯვაროსნები" საკუთარ მოედანზე კოსოვოსა (2 სექტემბერს, ბათუმში) და სტუმრად ესპანეთის ნაკრებს (5 სექტემბერი) დაუპირისპირდება.

altტრავმირებული ოქრიაშვილი სანაკრებოდ მზად იქნება!

alt

დაუშვილის დებიუტი, ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე

ასევე დაგაინტერესებთ