ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნიქოზიას "აპოელმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ლარნაკას აეკ-თან ფრედ, 1:1 ითამაშა. სამივე ჩვენებურმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
თორნიკე ოქრიაშვილმა 37 წუთი ითამაშა, შესვენების შემდეგ კი მთელი გუნდი, მათ შორის გიორგი ქვილითაია შეიცვალა, მოედანზე კი მურთაზ დაუშვილის დებიუტი შედგა - საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველს, ტრავმის გამო, აქამდე თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
პირველი ტაიმი "აპოელის" გამარჯვებით, შეხვედრა კი - ფრედ დასრულდა.
ქართველი ლეგიონერების კლუბმა მე-6 ამხანაგური მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. კვიპროსის ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს.
ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე" style="height: 50px; width: 50px;" />ოქრიაშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს შეხვედრებში ითამაშებს
11:18 08-08-2021
დაუშვილის დებიუტი, ოქრიაშვილის 37 წუთი, "აპოელის" ფრე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული