"მინდა ხვიჩას წინაშე ქედი მოვიხარო..." - ცნობილი რუსი აგენტი "კვარას" აქებს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ფეხბურთის აგენტმა ალექსეი საფანოვმა რუსეთის პრემიერლიგის საწყისი რამდენიმე ტური შეაფასა. გთავაზობთ მონაკვეთს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და "რუბინზე" საუბრობს.

- "რუბინი" ბოლო 2-3 წლის ყველაზე საინტერესო პროექტია. რას ფიქრობთ, შესწევთ ძალა ყაზანელებს, სეზონი ცხრილის თავში დაასრულონ?
- არ მჯერა, რომ "რუბინი" ასე თამაშს განაგრძობს და ჩემპიონატს პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულებს. გასული სეზონის ბოლოს ჩვენ ვისაუბრეთ, სადაც ვთქვი, რომ ეს გუნდი თამაშის სტილს მაინც აურევდა. ვფიქრობ, ამ სეზონში ევროპის მასშტაბით გამსვლელი პოზიციებისთვის უნდა იბრძოლონ, მომდევნო სეზონში კი ლიდერობაზეც შეიძლება გაიწიონ.

- სეზონის სტარტზე ხვიჩა კვარაცხელია კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული?
- მე ასეთი კატეგორიული არ ვიქნები. პირველ რიგში, ჩემპიონატი ახლახან დაიწყო; შემდეგ, რთულია ყველა თამაში ერთსა და იმავე დონეზე ჩაატარო. ვფიქრობ, ხვიჩას სატრანსფერო ჭორები, სადაც აურაცხელი რაოდენობით იწერებოდა - გაიყიდა აქ, გაიყიდა იქ, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა. ვფიქრობ, თუ ისინი კვარაცხელიას ამ წელს არ გაყიდიან, ხვიჩა მოუმატებს და მოუმატებს. ამასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელის ტვინი ტრანსფერით არ იქნება გამოჭედილი. მინდა ხვიჩას წინაშე ქედი მოვიხარო, რადგან, როდესაც ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში ვარდებიან, ისინი ფიქრობენ, მე მივდივარ მაინც. საპასუხოდ, კვარაცხელია ცდილობს ითამაშოს და სკანდალებში არ გაეხვეს. როგორც იქნა, მცველებმა მისი თამაშის შეზღუდვა ასე თუ ისე ისწავლეს. თუ ვერ აჩერებენ, იციან მაინც, რას გაუკეთებს წინასწარ. ყველა მიზეზგარეშე მინდა გითხრათ, რომ ხვიჩა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო "დეკორაციაა".

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგაში 10 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. "თათრების" გუნდმა "კრილია" საკუთარ კედლებში ვერ დაამარცხა (1:1) და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს, "ხიმკის" წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება ხვიჩას, რუსეთის პრემიერლიგის 2021/22 წლების სეზონში ქართველმა მონაწილეობა 4-ივე შეხვედრაში მიიღო, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბებიაჩემმა რუბინის თამაში იხილა და მასაც მოეწონა კვარა. ისიც აქებს. ნუ სტრესავთ ამ ბიჭს, აცადეთ რა, რომ გადავა მერე დაწერეთ რამე, მანამდე სხვა სიახლეები გვამცნეთ, თორე ვიფიქრებთ, რომ უბრალოდ ვერ ცდება ხვიჩას თქვენი ინფორმაციის არეალი.
3
კვარა არის კარგი ადამიანი და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ვუსურვოთ მას წარმატებები და ყველა სირთულეების დაძლევა
რობი
13:29 19-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული