ხოჭოლავას რევანშის შანსი და ქეცბაია თანაბარ მეტოქესთან

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ორი შეხვედრა გაიმართება -  "ანორთოსისი" "ბეერ შევას", "კოპენჰაგენი" კი "სივასპორს" ესტუმრება.

თემურ ქეცბაიას გუნდი ევროპა ლიგაზე ვენის "რაპიდთან" დამარცხდა და ახლა რანგით მესამე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას შეეცდება. გიორგი ლორია საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ძირითად შემადგენლობაში ველით; ნიკა კაჭარავა კი განაცხადშია, მაგრამ გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.

"ბეერ შევამ" კონფერენს ლიგაზე "არდასა" და "შლიონსკის" ბარიერი წარმატებით გაიარა. დღევანდელი მეტოქეები მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის არიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის "დინამოსთან" დრამატული დაპირისპირების წარმატებით დაძლევის შემდეგ
თურქულ "სივასპორს" ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენის" ბარიერის გავლა დასჭირდება. ქართველი მცველი და მისი გუნდი კარგ ფორმაში არიან. დანიურმა კლუბმა აქამდე ბელარუსის "ჟოდინოსა" და პლოვდივის "ლოკომოტივს" აჯობა.

თურქული კლუბი ვერც ბათუმელთა წინააღმდეგ ბრწყინავდა და სუპერლიგის პირველ ტურში "ქონიასპორთანაც" დამარცხდა (0:1). საქართველოს ნაკრების მცველს კარგი შანსი აქვს, თანამემამულეთა წაგების გამო ერთგვარი რევანში აიღოს. მატჩი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

altხოჭოლავას "კოპენჰაგენში" მეორე სუნთქვა გაეხსნა

altხოჭოლავა პლეი-ოფსა და ბათუმის ნაცვლად სივასში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული