ბრიტანული გამოცემა პრობლემაზე საუბრობს, რის გამოც "ტოტენჰემი" ხვიჩას ვერ ყიდულობს

AutoSharing Option
ბრიტანული ჟურნალი HITC-ი "ტოტენჰემსა" და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე წერს.

"ტოტენჰემს" ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სურს, თუმცა მანამდე ჯერ რამდენიმე ფეხბურთელს უნდა შეელიოს.

Sky Sports-ის მტკიცებით, ჩრდილოლონდონელები ხვიჩასთან ერთად "ვულვზის" ესპანელი გარემარბით, ადამა ტრაორეთი ინტერესდებიან.

კვარაცხელიას შემთხვევასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერის გაჩარხვა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. პრობლემა იმაშია, რომ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, სპორტსმენების, როგორებიც არიან სერჟ ორიე, მუსა სისოკო, ტანგუ ნდომბელე და ბენ დევისი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თუ "სპურსის" ხელმძღვანელობა მათ გასხვისებას მოახერხებს, მაშინ
ისინი შეძლებენ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებას.

ქართველმა შემტევმა "რუბინის" შემადგენლობაში 57 შეხვედრა გამართა, საიდანაც თავი 8 გოლითა და 13 ასისტით გამოიჩინა, მისი თამაში კი ყურადღებას არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მსგავსი სტილით იპყრობს, ახალგაზრდას ფლანგიდან გარღვევები უყვარს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კვარაცხელია შეაქო და "წარმოუდგენელი" უწოდა.

"ტოტენჰემს" ახალგაზრდა გარემარბი ბრაიან გილი უკვე ჰყავს, თუმცა გუნდში ხვიჩას მოსვლა კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. გადავა თუ არა ხვიჩა "სპურსის" შემადგენლობაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია" - წერია სტატიაში.

მომზადებულია hitc-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 14 /
Nakrebis hallows tamashebshi unda gamoichinos tavi da kontraqtsac gaupormeben da Vin I is in ebay mis Sanuk are gunship amongst tavi
Kaxa
24 აგვისტო 2021 18:47
0
ჩაკვე არ გეყოთ?დაანებეთ ცოტა ხანი ამ ბიჭს რა გჭირთ,ცოტა ხანი შეეშვით
VAZHA
24 აგვისტო 2021 12:00
0
ატყდა მსჯელობა მიდით
ემიგრანტი
23 აგვისტო 2021 21:59
0
ანი რომელი-ტყებუჩავა? თუ იუნ ხუან ანი-2002წელს იტალიას რო გაუტანა? თუ ჩუნ სუ ლი ან ჩა დუ რი
Levani
23 აგვისტო 2021 19:06
1
ჩემი აზრით ...See More
ჩანქსო
23 აგვისტო 2021 17:23
0
ჯუღელს არ აწყობს ხვიჩას ტოპ კლუბში ან ტოპ ლიგაში წასვლა რადგან იგივე ტოტენჰემშიც რომ უთამაშოს ხვიჩას კარგად მერე შეიძლება რაიოლა მენდეში ან რომელიმე ტოპ აგენტი დაინტერესდეს ხვიჩასთან თანამშრომლობით და ამ დროს ჯუღელის უკვე თამაშ გარე რჩება და რაში აწყოსბს ჯუღელს ხვიჩას რუსეთიდან წასვლა ტოპში? არ ურჩევნია ხვიჩა დარჩეს რუსეთში და სანამ შეძლებს ეს ბიჭი აშოვნინოს მილიონები ჯუღელს რუსეთის ორბიტიდან ?დასკვნები თქვენ თვითონ დამოიტანეთ
გელა
23 აგვისტო 2021 16:30
3
თუ არ ვცდები -იმ ქვეყნის ფეხბურთელს, რომელსაც რეიტინგით 70-ს მიღმაა, პრემიერლიგაში თამაშის ნებართვაზე პრობლემებია.
-უწინ ესე იყო.
rable
23 აგვისტო 2021 16:29
2
არ აა ეგრე ! 70 კი არა 150 ადგილიდანაც აუყვანიათ ფეხბურთელები ! მანდ სხვა წესი მოქმედებს--პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია იმ ფეხბურტელს რომელას საკუთარ ნაკრებში 50 % ზე მეტი თამაში აქვს ჩატაარებული
ზურა222
25 აგვისტო 2021 06:50
0
ტოტენჰემი კარგია პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს და მეორე იქ ახლა ისეთი მწვრთნელი მოვიდა ვისთვისაც სახელები არაფერს ნიშნავს და ათამაშებს იმას ვინც თავს კარგად წარმოაჩენს და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ინგლისური ფეხბურთის ერთ ერთი გრანდია ტოტენჰემი და ძალიან დიდი მოვლენა იქნება ამ დონის კლუბში ქართველის გადასვლა მარა მოდით იმედი მაქვს ეს ამბავი მაინც გამოდგება სიმართლე და გლადბახი აიქასი მილანი და დორტმუნდივით ჭორი არ იქნება ეს ტოტენჰემის ინტერესიც
გელა
23 აგვისტო 2021 15:30
0
არაა ჯუღელის დონე იუვენტუსი, მილანი, სხვა გრანდები. კვირკველიას ინგლისში ტრანსფერს არ გაგონებთ ყველა ეს ისტორიები. სამაგიერდ როგორ ააქაფა ჭორებით ჯუღელმა სპორტული გამოცემები. ხვიჩას სხვა დონის აგენტი უნდა.
გია
23 აგვისტო 2021 13:57
4
ამ კვირაში Harry Kane-ს გაყიდის Tottenham-ი და მერე იყიდის ხვიჩას.
ქ. გ.
23 აგვისტო 2021 13:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული