რატომ ითამაშებს ხვიჩა პრემიერლიგაში?! - EPL analysis-ის ილუსტრაცია

AutoSharing Option
ბრიტანულ გამოცემაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო და ილუსტრირებულ სტატიას გაეცნობით. სკაუტურ მასალაში საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება შესძინოს ქართველმა გარემარმა ინგლისის პრემიერლიგასა და ისეთ კლუბებს, როგორებიც მისი მსურველები "ლიდსი" და "ტოტენჰემი" არიან.

Sportall.Ge

ხვიჩა, ძირითადად, მარცხენა ფლანგზე თამაშობს. პირველ ფოტოზე პრემიერლიგის გასული სეზონში მისი სამოქმედო არეალია. კვარაცხელიას უყვარს დაცვაში ჩამოსვლა და მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა, შემდეგ კი წინ გაიჭრება, სივრცეს იპოვის და საგოლე შანსის შექმნას ცდილობს.


Sportall.Ge

როცა კვარაცხელია ბურთს იღებს და წინ მიიწევს, მეტოქის მცველებში სრული პანიკა იწყება. გარემარბი ცდილობს, რამდენიმე მოწინააღმდეგე
თავისთან ახლოს მიიყვანოს და შემდეგ ფინტებით ერთიანად ჩამოიტოვოს (მე-2 ფოტო).

Sportall.Ge

თუკი კარგად დავაკვირდებით მის თამაშს, აღმოვაჩენთ, რომ კვარაცხელია საგოლე შანსებს უფრო მეტად მაშინ ქმნის, როცა მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიჭრება და კარისკენ გაიხედავს (მე-3 ილუსტრაცია).

Sportall.Ge

წინა და მომდევნო კადრებში ვხედავთ, რომ მცველებში მოქცეული კვარაცხელია ერთგვარად "კრუიფის ფინტით" მათგან ერთიანად თავის დაღწევას ახერხებს და შეტევასაც აგრძელებს.

Sportall.Ge

ახლა კი ქართველი გარემარბის საგოლე გადაცემებზე (ფოტო ქვემოთ) ვისაუბროთ - ის დრიბლინგებით მოწინააღმდეგეებს იოლად იშორებს და შესაბამისად, ფორვარდის არეალში მოთამაშე თანაგუნდელი საგოლე პოზიციაზე იოლად გაჰყავს.

Sportall.Ge

სკაუტური დასკვნა

კვარაცხელიას შეუძლია თავისი წარმატებული დრიბლინგებით კიდევ უფრო მეტი საგოლე შანსი შექმნას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანობა აკლია და საგოლე მომენტების უკეთ გამოყენება მართებს. სწორ მწვრთნელთან მუშაობით შეუძლია ამ მიმართულებით დაიხვეწოს. კვარაცხელიას მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და წინა ხაზზე  უკეთესი პარტნიორები სჭირდება.

ხვიჩა ჯერ 20 წლისაა და ამიტომ, სრულფასოვანი მოთამაშე ვერ იქნება, მაგრამ ბევრად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ნამდვილად შეუძლია. ის უაღრესად ნიჭიერია და როცა მცველებს სისწრაფითა და ცრუმოძრაობებით სცდება, მისი გაჩერება ძალიან რთული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამის ცქერა სასიამოვნოა, მაინც რჩება განცდა, რომ ხვიჩა მეტოქის თითოეული მცველის ზედმეტად ბევრჯერ გაბითურებას ცდილობს.

მომზადებულია EPL analysis-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
დღეს რუბინის განაცხადში არ შეიყვანეს.
ქ. გ.
14:40 27-08-2021
0
საქმე არა ჩანს! ქაქანი გრძელდება... 31 აგვისტოს იხურება ფანჯარა.
მთავარია, ესეთი ტკბილი ქაქანი არ მოგვაკლოს ხვიჩას აგენტმა და ჟურნალისტებმა.
გია
16:03 26-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული