Бизнес Online-თან ვრცელ ინტერვიუში "რუბინის" მცველმა გეორგი ზოტოვმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზეც ისაუბრა:
"რუბინზე" სატრანსფერო ხმების გავლენა? ეს ყველაფერი პრესაში ძალიან გაზვიადებულია. მე არ ვამბობ, რომ ამან გუნდზე ძლიერ იმოქმედა. უფრო, ეს ერთ-ერთი ნიუანსი იყო, რასაც შეეძლო გავლენა გარკვეულ მოთამაშეზე მოეხდინა. იმავე ხვიჩაზე - მუდმივად წერენ, რომ მისით "ტოტენჰემი", "იუვენტუსი" და სხვები არიან დაინტერესებული. ამან არ შეიძლება ზეწოლა არ მოახდინოს.
სინამდვილეში ეს ძალიან შესამჩნევი არ გახლდათ, რომ ვიღაც სადღაც წასვლას აპირებდა. ყველანი პროფესიონალები არიან
და თავიანთ სამუშაოს ბოლომდე ასრულებდნენ: ვარჯიშობდნენ და თამაშისას 100%-ით იხარჯებოდნენ. დიახ, ხვიჩას ეხუმრებოდნენ, როდესაც მის შესახებ ყოველდღე რაღაც ახალს წერდნენ: "მალე კეინთან ერთად ითამაშებ" და რაღაც მსგავსი.
პირადად მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გუნდში რჩება. ბუნებრივია, თავად მას ძალების ევროპაში მოსინჯვა სურდა, თუმცა, თუ ამავე დონეზე განაგრძობს თამაშს, ტოპ-კლუბები არსად წავლენ. ეს გარდაუვალი ისტორიაა - მას 100%-ით წაიყვანენ, როგორც მე ვფიქრობ".