უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ფრანგული "მეციდან" გიორგი მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნდა, ჩვენებურის ბელგიურ გუნდში დაბრუნებით გახარებული გულშემატკივრები და კლუბის მესვეურები "ჟორჟის" შესაქებ სიტყვებს არ იშურებენ.
"გიორგი მიქაუტაძე "სერენის" შემადგენლობაში ბელგიელი გულშემატკვირების აღსაფრთოვანებლად დაბრუნდა, ქართველ ფეხბურთელს გუნდისთვის სიკეთე მოაქვს, როდესაც შეხედავ გასულ სეზონში "ჟორჟმა" "სერენისთვის" რა გააკეთა, შეგიძლია თქვა, კლუბი საგრძნობლად გაძლიერდება. მას გოლი ისევე გააქვს, როგორც სუნთქავს, პირველივე ვარჯიშზე მეტოქის კარის ბადე 4-ჯერ შეარხია, შეუჩერებელია. ვფიქრობთ, ის თავს აქ შესანიშნავად გრძნობს, ბელგიის ჩემპიონატში იმედია კომენტატორი მის გვარს არაერთხელ გამოაცხადებს" - წერს
walfoot.
6 ტურის შემდეგ ჟუპიერ ლიგაში "სერენს" 9 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას ჩვენებურის გუნდი ხვალ, 12 სექტემბერს, ლიჟის "სტანდარტის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
მომზადებულია walfoot-ის მიხედვით