მამარდაშვილის მეოთხე მატჩის მოლოდინში - ქართველებით დახუნძლული კვირა

AutoSharing Option
12 სექტემბერს ევროპულ ფეხბურთში არაერთი შეხვედრა გაიმართება. ეს დღე ქართველი ლეგიონერებით დახუნძლულიც იქნება.

დრეზდენის "დინამო" "ჰაიდენჰაიმს" ესტუმრება. ახალ კლუბში გურამ გიორბელიძის დებიუტს ველით. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველს პროცედურული პრობლემები ჰქონდა, სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ ტურში კი განაცხადში პირველად ვიხილეთ.

Sportall.Ge

დრეზდენელებს 5 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ და მე-4 ადგილს იკავებენ.

გიორბელიძის კონკურენტი 32 წლის გერმანელი ვეტერანი კრის ლავია, რომელიც ერთ დროს დორტმუნდის "ბორუსიაშიც" ასპარეზობდა.

შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება ესპანეთის "ლა ლიგის"  მე-4 ტურისკენაა მიმართული, სადაც
"ოსასუნა" "ვალენსიას" უმასპინძლებს. დიდი სურვილი გვაქვს, სტუმართა კარი ისევ გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას და წარმატებული სერია გააგრძელოს.

ქართველ კიპერს, ისევე როგორც მის კლუბს, საწყისი ტურები მშვენიერი გამოუვიდათ და დიდი შანსია, გიორგის თამაშის საშუალება დღესაც მიეცეს.

"ვალენსიას" შემდეგი მეტოქე მადრიდის "რეალია" და მამარდაშვილის კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაშის შემთხვევაში, იქნებ ის "სამეფო კლუბის" წინააღმდეგაც ვიხილოთ.

"ოსასუნასთან" გასამართ შეხვედრამდე, იესპერ სილესენი კვლავ სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ის ნიდერლანდების ნაკრებში არ მიუწვევიათ.

მატჩის დაწყების დრო 18:15 საათია.

Sportall.Ge

ხსენებული დაპირისპირების პარალელურად (18:00 საათიდან) ქართველი ლეგიონერების ორი საინტერესო შეხვედრა შედგება - გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "შარლერუას" უმასპინძლებს, ხოლო სანაკრებო პაუზის დროს დაშავებული საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" "რიზესპორს" ესტუმრება.

იმედი ვიქონიოთ, ლობჟანიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლის ავტორია, მომჯობინებას მოასწრებს, ჩაკვეტაძეს კი მწვრთნელი მაქსიმალურად ბევრ სათამაშო დროს გამოუყოფს. "ჰათაისპორი" მე-11, "გენტი" კი მე-13 ადგილს იკავებს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მატჩისას დაშავებული ოთარ კიტეიშვილის მეორეადგილოსანი  "შტურმი" კი "კლაგენფურტს" (19:00 სთ) უმასპინძლებს. გრაცელების დიდი ყურადღება ევროპა ლიგაზე "მონაკოსთან" გასამართ დაპირისპირებაზეა და სავარაუდოდ, კიტეიშვილს ბოლომდე მომჯობინების შესაძლებლობა მიეცემა.

გიორგი მიქაუტაძე "სერენს" ბელგიის მთავარ ლიგაში უბრუნდება და მისი გუნდი ლიეჟის "სტანდარტს" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

ქართველ ფორვარდს, რომელიც გასულ წელს გუნდის საუკთესო მოთამაშე გახდა, ბელგიური მედიაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:30 საათზე გაიმართება.

ამ მატჩამდე 30 წუთით ადრე კი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატს ავთო ებრალიძის "დოქსასთან" სტუმრობით გახსნის. გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავასთან ერთად, ფამაგუსტულ კლუბში ნიკა ნინუას თამაშსაც ველით.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" - ყაზანელები ლუკა გაგნიძის "ურალს" ორშაბათს, 13 სექტემბერს უმასპინძლებენ.

altქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქეთ, აქეთ ეს ცხვრები, ნახავთ რასაც მოვიმკით.
xuta
13:37 12-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული