კვარაცხელია Golden Boy-სთვის ბრძოლას გამოეთიშა

AutoSharing Option
იტალიური Tuttosport-ის მიერ Golden Boy 2021-ის გამოვლენა გრძელდება, თუმცა 40 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელია აღარ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, ყოველი ეტაპის შემდეგ, ტიტულისთვის ბრძოლას 20 მონაწილე ეთიშება. ყაზანის "რუბინის" გარემარბი თავდაპირველად, ლიდერებს შორის იყო, თუმცა საბოლოოდ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ამჟამად, მოწინავე სამეულში უკრაინის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველი ილია ზაბარნი (27%), ესპანელი პედრი (14.8) და "სამპდორიას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი მოჰამედ იჰატარენი (13.4) არიან.

იქედან გამომდინარე, რომ უკანასკნელ ეტაპზე, საქმეში ჟიურიც ერთვება, დიდი შანსია, გამარჯვებული "ბარსელონელი" პედრი გახდეს.


alt"მანჩესტერის" შემტევის პროგრესი და

ხვიჩას მე-4 ადგილი - Golden boy 2021

მკითხველის კომენტარები / 19 /
უნდა წავიდეს რუსეთიდან..ისე თუ ტალანტი ხარ თუ ნაგდად სპორცმენი ხარ,რუსეთი კი არა აფრიკის მიყრუებულ გუნდში რო თამაშობდეს იქ მიაგნებდნენ და წაიყვადნენ დიდ გუნდში.როცა არ ხარ სულით სპორცმენი რუსეთი კი არა სადაც არ უნდა იყო ვერ ივარგებ..იმედია ხვიჩა დაუმტკიცებს ყველას რო მაგარია.
დათო
17 სექტემბერი 2021 00:23
1
აუფფფ, რატომღაც არც გამკვირვებია.საუვედუროდ კვარაცხელია კი არა, ქვეყანა ვერ მოვაშორეთ რუსეთს ჯუღელების მსგავსი ხალხის გამო.ზოგ "ფუტბალისტია" მიჰყავს გასაყიდად,ზოგს ოხრახუში და ხმელი ჩირი.მაგრამ მათ ერთი აერთიანებს, მსოფლიო რუსეთში თავდება მათთვის რადგან უხარისხო პროდუქტის შეძენა მარტო მანდ მოსულა.
ჟორიკა
16 სექტემბერი 2021 21:49
11
მალე ჩოხატაურის "ბახმაროში" ვიხილავთ!
zurab
16 სექტემბერი 2021 20:59
15
ტოპ.ლიგაში ვერ გადავიდა, ამ გათამშებას გამოეთიშა, მოკლედ იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანს, შეცვლის იმას ვინც და რაც შესახვლელია და გაისად ბევრად წარმატებულს ვიხილავთ
QT
16 სექტემბერი 2021 19:51
4
არაუშავს. თუ სადმე ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება ყველას სვამენ გოლდენ ბოის ნომინაციაში და მერე მიდის დაფილტვრა რა არის ამაში გასაკვირი.
ყურადღების ცენტრში მოექცა და ეგ უკვე კარგია.
ზამთარში რუსეთიდან უნდა წავიდეს.
ერთადერთი იმის მეშინია, მძიმე ტრავმა არ მიიღოს და არ ჩარჩეს. სხვა შემთხვევაში მგონია, რომ აუცილებლად გადავა.
წარმატებები!
Herbst
16 სექტემბერი 2021 18:36
2
სანამ ჯუღელს არ მოიშორებს, რუსეთს ვერ გასცდება სამწუხაროდ.
1
16 სექტემბერი 2021 19:54
1
არ შეიძლება გულშემატკივრის განაწყენება. აღარავის სჯერა ტრამვის ამბავი. თუ მასე იყო ჩამოსულიყო და ენახა ნაკრების ექიმს. როცა ქართველ ხალხს უყვარხარ, გოლდენ ბოი კი არა შეიძლება ოსკარი მოგაგებინონ, ამიტომ მოფრთხილება უნდა ამას
ლადო
16 სექტემბერი 2021 18:34
5
ამას ვამბობ წმინდა საფეხბურთო გადმოსახედიდან არანაირი პოლიტიკა არანაირი რუსეთის როგორც ქვეყნის სიძულვილით ანდაც მზგავსი საფუძვლით.
ხვიჩა უნდა წავიდეს რუსეთიდან თუ მას უნდა რომ მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს რუსეთის ჩემპიონატი არის დაბალი კლასის პირველობა უბრალოდ ბევრი ფულია ჩადებული და გაპიარებული თორე კლუბების რეალური ძალა ჩანს ევროთასებზე სადაც რუსულ გუნდებს ანადგურებენ ყოველ წელს თითქმის ყველა რუსული გუნდი ჯგუფში რჩება რუსულ გუნდებს არამხოლოდ ტოპ ლიგის გუნდები უგებენ უპრობლემოდ აგერ უკვე უგებენ პოლონეთის ავსტრის დანის ბელგის და შვეიცარის გუნდებიც და ხვიჩა რომ გადავიდეს თუნდაც საშუალო კლასის ევროპის ჩემპიონატის კარგ გუნდში მაგ ბრუგე ზალსბურგი პსვ ან იანგ ბოისი დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში მეტი შანსი აქვს გრანდში მოხვედრის ვიდრე ყაზანის რუბინიდან მაქედან ერთადერთი გზა მიდის ისევ რუსულ კლუბამდე ან სპარტაკამდე ან ზენიტამდე ან კრასნოდარამდე და იგივე ჭაობში დარჩენამდე მანდ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება თორე გაიზიარებს ანანიძის და კვირკველიას ბედს და მერე ვიტყვით რომ ტალანტი დავკარგეთ.
ზურა
16 სექტემბერი 2021 17:44
5
წაიკითხეთ რუსულ საიტებზე ამ თემაზე კომენტარები, ნახეთ რა გახარებულები არიან.
სანდრო
16 სექტემბერი 2021 17:40
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული