მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
ვალენსიამ არასწორი შეცვლები გააკეთა, ზუსტად მაგის მერე ჩაჯდა დაცვაში და წააგო
kaxa
20 სექტემბერი 2021 01:29
3
ეს გოლი შეიძლება ისედაც გასულიყო, თუმცა განსაკუთრებით გამოსვლებზე მოსამატებელი აქვს, ბორდალესის კარგი განწყობა უსასრულო არ არის.
Irakli
20 სექტემბერი 2021 11:49
2
არაფერი უსაშველო შეცდომა ეგ არ ყოფილა, ეს იყო მცველის და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედება და მეტი არაფერი, რასაც სამწუხაროდ მოყვა გაავებული გოლი.ასე პირდაპირ მამარდაშვილის დადანაშაულება გაშვებულ გოლში, უბრალოდ უსამართლობა იქნება.რაც შეეხება პირველ გოლს, ვნახეთ რომ,იქ რიკოშეტი იყო და იმ ბურთს უბრალოდ ვერ აიღებდა.ასე რომ, არ მგონია ბორდალასმა რამე შეცვალოს.მამარდა სავარაუდოდ დარჩება ვალენსიას #1 მეკარე.
თომა
20 სექტემბერი 2021 02:01
2
80 წუთი ვალენსია ახერხებდა საშუალო ტემპის შენარჩუნებას და თამაშსაც აკონტროლებდა.ვფიქრობ ვალენსიას მწვრთნელმა მაინც შეცდომა დაუშვა,მთელი წინა ხაზი რომ შეცვალა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაიყვანა გუნდი.იდეაში ალბათ მაინც აქტიურ თავდაცვას აპირებდა,მაგრამ რეალმა, რაკი უშუალოდ საკუთარ კარზე საფრთხე შეუმცირდა და თან წაგების საფრთხეც რეალური გახდა,მთელი შემტევი პოტენციალი შემოიყვანა და ტემპიც ასწია.ვალენსიას შეტევა უკვე აღარ ჰყავდა და ძალიან უკან დახეული, შეტევებს ვეღარ გაუმკლავდა.აშკარა იყო,რომ დაცვა ვეღარ ასწრებდა ყოველი მხრიდან მძაფრ შეტევებს და იმ საბედისწერო რიკოშეტის შემდეგ,ანგარიშიც გათანაბრდა.უკვე მაგრად გაბზარულ ვალენსიას დაცვას,რეალი კიდევ უფრო მძაფრად ეძგერა და დაცვასთან ერთად,გიორგი მამარდაშვილსაც უმტყუნა ნერვებმა.კარში რომ დარჩენილიყო,სავარაუდოდ გოლი მაინც გავიდოდა,მაგრამ მეკარეს შანსი მაინც ექნებოდა.გამოსვლა კი, აშკარად მცდარი იყო.არ მესმის,სადაც გამოვიდა იქ გამოსვლას,რა აზრი ჰქონდა,საფრთხეს ხომ მხოლოდ ბენზემა ქმნიდა და გიორგის მისთვის უნდა დაესწრო,ან ხელი მაინც შეეშალა.ამის შემდეგ დაახლოებით 3 წუთი,ვალენსია კვლავ შოკში იყო და რეალს კიდევ შეეძლო გატანა,თუმცა მერე ,ისინიც დროის გაყვანაზე გადაერთნენ და კიდევ ერთ გოლს გადაურჩა ვალენსია.რა თქმა უნდა ძალიან საწყენია,ასეთი თამაში რომ წააგეს,მაგრამ რეალს ამის გაკეთება,ნებისმიერ გუნდთან შეუძლია და აკეთებს კიდეც.ასე რომ განსაკუთრებით საგანგაშო,არაფერია.გიორგიმაც საკმაოდ ბევრი დარტყმა მოიგერია და სხვა მეკარეებიც რომ არ ცდებოდნენ,ან ბენზემა არ აიძულებდეს შეცდომის დაშვებას,ამდენ გოლს ვერ გაიტანდა.ის არც პირველია და არც უკანასკნელი.სამწუხაროა,რომ ვალენსიას უკვე მოეჭარბა საკადრო პრობლემები და მომავალ ორ მატჩში,კიდევ უფრო გაუჭირდება.ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მეკარის დამაჯერებელ თამაშზე და იმედია,თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს მეკარე,კვლავაც გიორგი იქნება
სოსო
20 სექტემბერი 2021 01:48
1
კარგი სტატიაა სოსო, ბრავო.
ლელო
20 სექტემბერი 2021 11:51
1
შეცდომა იყო, ოღონდ არა ის, რომ ბურთზე გამოვიდა, ის, რომ ბურთზე არასწორად წავიდა - ბენზემამდე რომ ასცდენოდა ბურთს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ბენზემას მერე ასცდა. რომ არ გამოსულიყო, ბენზემამ ისეთი კუთხე მისცა, 99%-ით გაიტანდა და მერე მამარდას შეცდომად იმას ჩაუთვლიდნენ, რომ არ გამოვიდა. რაც მთავარია, ბოლო წუთებში გუნდი მოიშალა, რეალი შეისვა და წასაგებად განწირულივით თამაშობდა. ჩვენც ბევრჯერ წაგვიგია ასე.
ვვვ
20 სექტემბერი 2021 11:12
0
წარმატებები გიორგი!!!ტრაგიკული ნამდვილად არაფერია და მჯერა ცუდად არ შეაფასებენ...
ისე კი დასანანი იყო ფრე ძალიან წაადგებოდა...
Talo
20 სექტემბერი 2021 09:20
0
თამაში წააგო მწვრთელმა თავისი უაზრო შეცვლებით, დამატებითი მცველების შემოყვანით.
ჯუჯი
20 სექტემბერი 2021 08:58
1
წარმატებები გიორგი. არაუშავს!

გადასარევი გიორგი
20 სექტემბერი 2021 01:58
0
sofascore.com - ზე შეფასება 6.9 აქვს! ასე, რომ არც ძალიან ბრალდება არც ერთი ბურთის გაშვება!
კურტუას უნდა აეღო ბურთი!
თემო
20 სექტემბერი 2021 12:43
1
იმედია მამარდაშვილი ქართველ კომენტატორებს არ მოუსმენს ჩანაწერზე და კიდე ამ კომენტარებს არ წაიკითხავს!!! რა შეჭამეს ეს ბიჭი, ყველა დაისვენებს სკამზე თუ გადაინაცვლაა, შვებით ამოისუნთქებენ!!! რას პროფესორობს ეს ხალხი მართლა ვერ ვხვდები , შეიძლება ზოგი ძალიან პატარაა ასაკისაა და ვერ აზროვნებს და ალბათ ეს კომენტარებიც მაგის ბრალიცაა!!! / ეს თამაში წააგო პირველ რიგში მწვრთნელმა, 80 წუთი გუნდმა ითამაშა ფეხბურთი და მერე გადიყვანა ბოლო 10 წუთი ანგარიშის შენარჩუნებაზე და ყრუ დაცვაზე რაც იყო შეცდომა! პირველი გოლი მცველს მოხვდა ფეხზე და შეიცვალა მიმართულება, მეორე გოლზე კი დააკვირდით რა მანძილიდან ურტყამს ბენზემა, მაგ ადგილიდან მცველმა არ უნდა დაარტყმევინო! გიორგი ხაზზე უდგებიდა თუ არა მაინც გაუშვებდა გოლს , რა მიმართულებით და რა სიძლიერით წავიდა ბურთი ვერ მოასწრებდა რეაგირებას, ორი მცველი ეკიდა ბენზემას და მაინც მაგათზე მაღლა ახტა, ეს რო დაინახა მაგიტომ გადაწყვიტა იმ სამი მეტრით წინ გამოსვლა , ეგღა იყო ერთადერთი შანსი და არ გაამართლა, ბენზემამ აჯობა სამივეს და მთლიან ჯამშში ბორდალასს!!! ფეხით რო კარგად თამაშობს და ყველ კარში დარტყმულს რო ადგილზე დახვდა და თამაშში იყო ჩართული ეგ არაფერს ნიშნავს ხოო? თუთოელი ფეხბურთელი გაადაამოწმეთ მაშინ და ნახავთ რა შეცდომები ქონდათ იგივე ბენზემას. მაგარამ რომ არ გამართლებოდა ბოლო წუთზე ესეიგი შემდეგი თამაში ძირითადში არ უნდა დაიწყოოს? მაგარმ ბენზემა იმიტიმა ბენზემა რომ იცის 5 შეცდომაც რომ დაუშვას და პენალიც რომ ვერ გაიტანოს მაინც ძირითადში იქნება და თავის გუკშემატკივრები უფრო გაამხნევებენ და ფსიქოლოგიურად ამიტომ უფრო კარგად არის !! და ესენი ჩვენები რავიცი ავადმყოფებივით არუან, ყველაფერზე კომენტარს აკეთებენ და უფლება რო მიცე ეგრევე შეცვლიან! წაგებული ერის მენტალიტეტი ეგეთია, ვერ გუობს თავის რიგებში ვინმე ძლიერი თუ გამოერია , შურთ და ვითომ ეს შურიც არ უნდა რო გამოამჟღავნონ!
Vasili
20 სექტემბერი 2021 11:29
3
გეთანხმებით აბსოლუტურად ყველაფერში.ამათ მხოლოდ ქართველი აკრიტიკებინე და მიწაში დაამარხინე და მეტს არაფერს ისურვებენ.გაშვებული გოლების თქვენებური ანალიზი შესანიშნავია.ამათ ფეხბურთისა რამე რომ ესმოდეთ-ისე,სხვათაშორის კი არ დაწერდნენ,,ვალენსიამ ამა და ამ წითზე გოლი გაიტანაო'' ,არამედ იმასა აღნიშნავდნენ-სად იდგა კურტუა როცა ( და სანამ ის მზადდებოდა ) საგოლე დარტყმა შესრულდა?ჯერ მეკარე არ დაბადებულა გოლი რომ არ გაეშვას;ამათ კურტუას მიერ ლაფსუსად გაშვებული გოლები ალბათ არ უნახავთ.20 წლის ქართველმა ბიჭმა,რომელიც გაფარჩაკებულ ,,დინამოში'' 1 წუთიც კი არ ათამაშეს და,, რეალს'' 95 წუთში ტოლ-სწორად ეთამაშა,დაცვასაც ალაგებდა და თავის საქმესაც ბრწყინვალედ აკეთებდა-ამათთვის ქილიკის საგანი გახდა.არ მინდა აქ ანალოგიის გატარება,მაგრამ ...ვერ გამიგია-რატომ არ უყვართ ნიჭიერი და წარმატებული ქართველი?
giorgi janikashvili
20 სექტემბერი 2021 12:43
2
ვასილი! მშვიდობა გაქვს?

შენიანები ვართ. არ გვესროლო .
სიმართლე
20 სექტემბერი 2021 12:20
1

სიახლეები პოპულარული