მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
მეორე გოლზე მართლაც ისპეკულიანტა. იფიქრა ბენზო ვერ შეწვდებოდა და ბურთს შორს მოიგერიებდა. ნამდვილად ახალგაზრდული შეცდომა დაუშვა. იმედია აპატიებენ კლუბის ხელმძღვანელები.
შემდეგი შანსი
20 სექტემბერი 2021 04:25
10
რომ არ გამოსულიყო მაინც 100%-იანი გოლი იყო. ბენზემას პოხზიცია მეკარეთან შედარებით ყველა ვარიანტში მომგებიანი იყო.კარგი იქნებოდა აეღო, მაგრამ, მეკარის დადანაშაულება ცენტრში ჩახვეულ ბურთზე? მორდანს გარეთ უნდა დაესწრო მეკარეს? და დაცვარას აკეთებდა?
იდალგო
20 სექტემბერი 2021 02:06
3
Არ იყო ეგ დიდი შეცდომა მაინც ვერ მოასწრებდა მაგ ბურთს.
ლომი
20 სექტემბერი 2021 01:26
6
იყო! სამწუხაროდ.
უარესს ვერ იზამდა მანდ, თუმცა შეუთანხმებლობის ბრალიცაა რა თქმა უნდა, ანუ მცველზეც შეიძლება ცოტა გადანაწილება შეცდომის
სიმართლე (oficial)
20 სექტემბერი 2021 11:46
2
ერთიანი ჩავარდნა იყო მოიშალა გუნდი დაცვაც ჩავარდა რომც არ გამოსულიყო ბენზემას ხელს ვერ შეუშლიდნენ მცველები... კი შეცდა მამარდა მაგრამ ყველას ბრალია ეგ გოლი. ძაან ჩადგა დაცვაში ვალენსია. რეალი ბოლო ხანებში ანახებს რომ ფიზიკური მომზადების კუთხით უმაღლეს დონეზეა ყველა გუნდს ბოლო წუთებზე მოუმთავრა საქმე დაღალა.
Roma
20 სექტემბერი 2021 10:45
0
ყოჩაღ გიორგი!!! ამდენი სეივი რეალთან, გაგიჟდა ესპანელი კომენტატორი. ამ შვიდ მეტრიან კარში, ვიღაც გაგიტანს აბა რა იქნება, ბენზემა კიდე "ვიღაც" არაა...
KQ
20 სექტემბერი 2021 14:38
1
პირველ ტაიმში 2 სერიოზული ბურთი აიღო, რა სამუშაო არ ქონია?!?!?!?!
:)
20 სექტემბერი 2021 02:59
5
არასწორად გამოვიდა-ბენზემას უკან და არა ბენზემასთვის პასის ჩასაჭრელად.ისე გამოვიდა ბურთზე, თითქოს ბენზემა იქ არ იყო საერთოდ. პირველ ბურთზეც იკეთესად თამაში შეიძლებიდა რაც არ უნდა რიკოშეტს დავაბრალოთ. ეს ყველაფერი მამარდა რომ გვინდა მატჩის გმირი იყოს, მაგრამ ვალენსიამ რა წნეხიც მიატანინა რეალს კარებზე, შედეგი ეს უნდა ყოფულიყო. 1 გოლზე გამეორებაზე ჩანს რეალის 4 ფეხბურთელია საჯარიმოს ხაზთან და 8 ვალენსიელი, ოღონდ არ იყვანს არავინ ვინისიუსს. 2 გოლზეც იგივე თანაფრდობაა საჯარიმოში - ვინისიუსს 3 უდგას წინ მაგრამ არავინ ეთამაშება. ხოდა ასეთ წნეხში და არასწორ თამაშში ხდება მერე შეცდომები.
???
20 სექტემბერი 2021 10:48
3
პირველ გოლზე უკეთესად როგორ უნდა ეთამაშა - უნდა გამოეცნო, რომ რიკოშეტი (და თან ზუსტად ასეთი) იქნებოდა? დანარჩენში გეთანხმები.
ვვვ
20 სექტემბერი 2021 12:07
1
როგორ და ტურის საუკეთესო სეივად აღიარებულში როგორც ითამაშა. მამარდას კი არ ვაკნინებ პირიქით, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და მინდა რომ თავს ზემოთ გადახტეს - სხვანაირად გაუჭირდება ძალიან ელიტაში დამკვიდრება ბევრი ფაქტორის გამო (არა ევროკავშირელი, ენის ფაქტორი და ა.შ.)
???
20 სექტემბერი 2021 13:09
4
რომ არ გამოსულიყო და ხაზზე დარჩენილიყო შეიძლება მოეგერიებინა კიდეც, მაგრამ რადგან გამოვიდა ბენზემასკენ უნდა წასულიყო მუშტების და არა თავისიანისკენ. ზოგადად კარგად ითამაშა, გამოცდილებასთან ერთად ყველაფერი მოვა. მაგარი გუნდია ვალენსია, შეჭამა რეალი 80 წუთი
რეზო
20 სექტემბერი 2021 10:29
1
ნუ პროფესორობ სოსო რაღაცეებს…
სოსო-ს
20 სექტემბერი 2021 12:36
3
გამოსვლაზე რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვა,მაგრამ სადაც გოლი გავიდა,კარშიც რომ დარჩენილიყო,იქიდან ბურთს მაინც ვერ მოიგერიებდა.დაცვა უკვე ვეღარ ასწრებდა რეალის სისწრაფეებს და გოლებიც მაგან გამოიწვია,პირველ რიგში.ძალიან უკან ჩაჯდა ბოლო წუთებზე,ვალენსია.
სოსო
20 სექტემბერი 2021 11:49
1
დასანანი იყო ეგ შეცდომა მარათლა უმდენი სეივის მერე (
ABC
20 სექტემბერი 2021 01:30
4
შეცდომა რა იყო და რატომ იყო? ბენზეამ რომ გაიტანა - იმიტომ ოყო?
ხომ უნდა ახსნა, როცა წერ, რომ შეცდომა იყო რაში გაოიხატა შეცდომა?
იდალგო
20 სექტემბერი 2021 01:25
8
მანდ ასახსნელი რა არის?რაკი გამოვიდა,ბურთზეც უნდა ეთამაშა,მას კი,ბენზემამ დაასწრო.თუ ბეზემას გასცდებოდას ბურთი,მეორე ფლანგზე უკვე აღარავინ კეტავდა შეტევას.ასე რომ კარს ერთადერთი კაცი ემუქრებოდა და კარიდან გამოსულმა,მას ხელი ვერ შეუშალა.პირველი გაშვებული გოლის შემდეგ,დაცვაც და გიორგიც პანიკაში აღმოჩნდნენ და სანამ გონზე მოვიდოდნენ,რეალმა მეორეც გაუტანათ,შემდეგ კი,მესამეც შეეძლოთ გაეტანათ,რადგან მთლიანად დაიშალა ვალენსია.დაახლოებით მეორე გოლიდან 3 წუთი მაინც.შეტევა მთლიანად არ უნდა მოეხსნა ბორდალასს.პირველი რიგის შეცდომა ეგ იყო.რეალმა შემტევები დაამატა,ტემპსაც მოუმატა და დაცვა უკვე ვეღარ აუდიოდა მაღალ ტემპიან და მრავაფეროვან შეტევებს.რიკოშეტმა და ანგარიშის გათანაბრებამ კი,მთლიანად მოშალა ვალენსია და შეცდომას, შეცდომა მოჰყვა.
სოსო
20 სექტემბერი 2021 02:02
2

სიახლეები პოპულარული