მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
ყველაფერი გაუთვითცნობიერებლად ხდება( ქვეცნობიერად), ... იგრძნო რომ კარში რო დარჩენილიყო უეჭველი გოლი იყო (და სწორია!!!), ბურთის ტრაექტორიის ხაზი სწორი იყო (იმას თავი რომ აეცილებია,ან მამარდას დაესწრო, ბურთს ცენტრამდე გადააგდებდა  ).. მაგრამ ბენზემამ ეს ხაზი უფრო ადრე გადაკვეთა... აი სწორედ ეს არის, უფრო ადრე ბენზემამდე მამარდას უნდა გადაეკვეთა ხაზი (ფაქტიურად პენალტის აღების ტოლფასი რეაქცია უნდა გამოევლინა!!!)... საერთოდ ფატალური მომენტი იყო,ზოგადად, მეკარისთვის.. უბრალოდ ბენზემას უნდა აეცილებინა და მორჩა.. 
კახაკ
20 სექტემბერი 2021 17:21
0
ჯერ ერთი კურტუამ შეცდომა დაუშვა, მერე მეორეც მასეთ ბურთებზე არ გამოდიან და რომ გამოვიდა მადლობლები უნდა იყონ მცველები. ასე რომ რეკოშეტი თუ იყო არანაირი შეცდომა არ დაუშვია.
sddd
20 სექტემბერი 2021 11:38
3
"მამარდაშვილის დასანანი შეცდომაო", რომ წერთ, აბა ცოტა დაფიქრდით, მამარდაშვილი რომ არ გამოსულიყო +99,9% გოლი მაინც გადიოდა.
Რაგბის ფანი
20 სექტემბერი 2021 09:11
6
100% -ით გოლი მაინც გავიდოდა,მაგრამ გიორგიმ შეცდომა დაუშვა და ამის არდანახვას,აზრი არა აქვს.რეალს ძალიან ხშირად გააქვს ასეთი გოლები,ასე რომ გიორგის კატასტროფული არაფერი მოხდენია.როგორც ყველას,მასაც აქვს შეცდომები და აქ, საკვირველი არაფერია.
სოსო
20 სექტემბერი 2021 11:58
0
Rom ar gamosuliyo mainc gaitanda. Tyuilad nu abralebt.
Gio
20 სექტემბერი 2021 08:46
3
როცა ამბობთ შეცდომა იყოო, კარში რომ დარჩენილიყო რა გარანტია გაქვთ, რომ იმ ბურთს უეჭველი აიღებდა? ამ დროს თავით დარტყმული ძალიან არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, რომ უეჭველი აიღებდა.
ალექსანდრე
20 სექტემბერი 2021 15:41
0
პრობლემა ისაა, რომ გმირი ვერ გახდა.
sddd
20 სექტემბერი 2021 11:39
3
დღეს სადაც არის და როგორც არის ეს უკვე გმირობაა!
გიორგი
20 სექტემბერი 2021 12:39
2
მწვრთნელის ახირების გამო დგას კარებში უფრო.2ვე გოლში ბრალი მიუძღვის.სუსტი მეკარეები გვყავდა და გვყავს.არც გაბელია წყვეტდა ვარსკვლავებს-აქ აქხლა იაშინად რომ მიაჩნიათ
მიმინო
20 სექტემბერი 2021 09:19
19
მიდიი მამარდ შენ გენაცვალე პირველი თამაში რეალთან და ესე ეგ არაფერი შენ კიარა კასილასი და ვანდერსაარი ისეთ რაღაცეებს აკეთენდნენ რო რავი მიდი ჯიგარო ვიცი რო მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ ერთი მაინც იქნებიი მჯერაა
ზურა
20 სექტემბერი 2021 21:35
0
სად დაუშვა შეცდომა. ეს თვითგვემა ყველაფერშია და სპორტშიც იგივეს იმეორებთ. ეს ქართული მორცხვობა არ უნდა დაივიწყოთ?. ბენზემას მუშტით თუ გააანგრევდა, თორე ბენზემამ ისე შეარჩია პოზიცია და ისე უთავა, რომ გამორიცხული იყო მაგ ბურთის აღება პენალტის და წითელის გარეშე.
ivan
20 სექტემბერი 2021 16:37
0
სიცოცხლე არ ეტყობა. ასე მგონია საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაბრუნება. მეტი ხალისი და ენერგის. არაუშავს, გამოცდილება გვაკლია.
ლუკა
20 სექტემბერი 2021 02:26
17

სიახლეები პოპულარული