კვიპროსის თასის 1/16-ფინალში "აპოლონმა" სახლში მეორე დივიზიონის ლიმპიონის "ოლიმპიადა" 3:1 დაამარცხა და ამ მატჩში გოლი 20 წლის ნახევარმცველმა რევაზ ინჯგიამ გაიტანა.
"აპოლონის" მწვრთნელმა ალექსანდერ ზორნიგერმა რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და ვისაც ასპარეზობა იშვიათად უწევს, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. გიორგი პარუნაშვილმა შუცვლელად ითამაშა, ინჯგია სასტარტოში იყო, 61-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს.
"აპოელმა" ქვედალიგურ "სალამინას" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყვნენ, ხოლო ბუბა დაუშვილი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.