Marca:
"მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი მივიღეთ - "ვალენსიას" კიპერმა "სევილიას" მე-2 ბურთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ის მცველ ლოტოს მოხვდა. მისი ქრონოლოგია ასეთი იყო:
1. ჩაწოდებული ბურთი მცველს ზურგზე ხვდება;
2. ბურთი მიმართულებას იცვლის და მეკარის საჯარიმოსკენ ეშვება;
3. მამარდაშვილი არადამაჯერებელია;
4. ბურთი ქართველ მეკარეს თავზე გადაახტა და ბადეში აღმოჩნდა."
AS:
"თუკი გიორგის ლა ლიგის პირველი ტური არასდროს უნდა დაავიწყდეს, "სანჩეს პისხუანზე" გამართული შეხვედრა თავიდან მალე უნდა ამოიგდოს. მეკარეს სამივე
მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორი კარგი დარტყმა მოიგერია - რაფა მირისა და ენ-ნესირის."
Moviesonline - ი - "Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში" - სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, სადაც წერია:
"ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო. სევილიელებმა მეტოქის მარცხენა ფლანგზე სისუსტე იპოვეს და ის გონსალო მონტიელმა (24 წლის არგენტინელი მარჯვენა მცველი) აიკლო.
შეხვედრის მეორე გოლი აბსურდული გამოდგა. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე "ღამურების" მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან გაუგებრად მოიქცა - ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ლატოს ბურთის თავზე გადაგდების უფლება მისცა."
Sofascore-მა "ვალენსიას" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ავტოგოლის გამტანს, 23 წლის ტონი ლატოს დაუწერა - 5.9, საუკეთესო კი 21 წლის ნახევარმცველი ჰუგო დურო იყო - 6.9.
შაბათს, 25 სექტემბერს (18:15 სთ), "მესტალიაზე" "ვალენსია"-"ბილბაო" გაიმართება.
"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს
არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]