"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

AutoSharing Option
"სევილია"-"ვალენიას" (3:1) მატჩს ესპანურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Marca:

"მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი მივიღეთ - "ვალენსიას" კიპერმა "სევილიას" მე-2 ბურთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ის მცველ ლოტოს მოხვდა. მისი ქრონოლოგია ასეთი იყო:

1. ჩაწოდებული ბურთი მცველს ზურგზე ხვდება;

2. ბურთი მიმართულებას იცვლის და მეკარის საჯარიმოსკენ ეშვება;

3. მამარდაშვილი არადამაჯერებელია;

4. ბურთი ქართველ მეკარეს თავზე გადაახტა და ბადეში აღმოჩნდა."


Sportall.Ge

AS:

"თუკი გიორგის ლა ლიგის პირველი ტური არასდროს უნდა დაავიწყდეს, "სანჩეს პისხუანზე" გამართული შეხვედრა თავიდან მალე უნდა ამოიგდოს. მეკარეს სამივე
გოლის ეპიზოდში იღბალმა ზურგი აქცია - ჯერ ცენტრში დარჩა, მეორე გოლისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და ბურთი თავზე გადაუგდეს. თითქოს ორი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო, თუმცა მაინც შეეძლო, სხვაგვარად ემოქმედა.

მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორი კარგი დარტყმა მოიგერია - რაფა მირისა და ენ-ნესირის."

Moviesonline -
ი - "Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში" - სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, სადაც წერია:

"ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო. სევილიელებმა მეტოქის მარცხენა  ფლანგზე სისუსტე იპოვეს და ის გონსალო მონტიელმა (24 წლის არგენტინელი მარჯვენა მცველი) აიკლო. 

შეხვედრის მეორე გოლი აბსურდული გამოდგა. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე "ღამურების" მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან გაუგებრად მოიქცა - ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ლატოს ბურთის თავზე გადაგდების უფლება მისცა."

Sportall.Ge

Sofascore-მა  "ვალენსიას" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ავტოგოლის გამტანს, 23 წლის ტონი ლატოს დაუწერა - 5.9, საუკეთესო კი 21 წლის ნახევარმცველი ჰუგო დურო იყო - 6.9.

შაბათს, 25 სექტემბერს (18:15 სთ), "მესტალიაზე" "ვალენსია"-"ბილბაო" გაიმართება.

alt"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ტიპი გათიშულია, საიდან სად მოხვდა. აშკარად ფსიქოლოგიურად გადამწვარია. ეყოლებათ მანდ გუნდში ფსიქოლოგი. ერთი თამაში უნდა დაასვენონ, ანდა მიეჩვევა რაა, არადა თუ კიდევ დააყენეს, უნდა სძლიოს ნერვებს.. თორე დაიკარგება, არადა კარგად დაიწყო. შოკშია ტიპი, დედა ეს რა ვნახე, საწყალი
ლევან მაღლაკელიძე
23 სექტემბერი 2021 23:57
1
ვაჟა უფრო მაგარი მეკარეა ჩემი აზრით
მიდი გელა!
24 სექტემბერი 2021 00:06
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული