![](https://sportall.ge/pictures/image5/15185d3c7d25ed553ae86c487ace6847.jpg)
"მამარდაშვილის შეცდომები სილესენს გზას უხსნის. უკანასკნელ 2 შეხვედრაში ქართველი კიპერის უიღბლო თამაში ნიდერლანდელი კონკურენტის დაბრუნების შანსებს ზრდის.
სეზონის დასაწყისში გიორგი დიდი სენსაცია იყო. პირველი ხარვეზი მას "ოსასუნასთან" შეხვედრაში ჰქონდა, თუმცა ეს VAR-მა გამოასწორა. ამას მოჰყვა შეცდომა "რეალთან" და ბენზემას გოლი.
ამის მიუხედავად, ბორდლასანმა მამარდაშვილი "სევილიას" წინააღმდეგაც ათამაშა, თუმცა გიორგის ამ საღამოს დავიწყება მოუწევს.
![ცვლილებების დროც დადგა - marca მამარდაშვილზე ისევ წერს Sportall.Ge](/pictures/artimages/original/93546e4ce413ff5274874eb4665bd8c6.jpg)
ქართველ კიპერს ყველა ეპიზოდში, როცა მისი კარი აიღეს, მეტის გაკეთება შეეძლო. მეორე და მესამე გოლის დროს დაშვებული შეცდომები გროტესკული და ბავშვური იყო.
სილესენი
"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ
"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს
არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]
სილესენი, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად უარყოფით გავლენას ახდენს. ამდენი "ბავშვური" შეცდომა შემთხვევითი არ არის.