ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძემ ვერ გაიტანა - "სერენი" ნიგერიელმა გიგანტმა გაანადგურა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში "სერენი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "გენკთან" - შვიდწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი ტანმაღალმა (201 სმ) ნიგერიელმა თავდამსხმელმა პოლ ონუაჩუმ შეასრულა. მას პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

"სერენის" ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა.

"სერენი" 9 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 ოქტომბერს "ზულტე ვარეგემს" უმასპინძლებს.