მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
"აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეს, დიდი ალბათობით, ამსტერდამული კლუბი ზაფხულში გაყიდის, 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "მონაკო" დაწინაურდა, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფრანგულ კლუბთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ბოლო რამდენიმე საათში პროგრესს მიაღწიეს.

გამოცემის ინფორმაციით, "აიაქსი" მიქაუტაძის სანაცვლოდ 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, "მონაკომ" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 67 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ.

მიქაუტაძემ "მეცის" მაისურით გამართულ 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

alt

მიქაუტაძეს ნავასმა არ გაატანინა - "მეცი" პსჟ-სთან დამარცხდა, მაგრამ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოლებს [VIDEO]

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"კონტროლი დავკარგეთ" - მიქაუტაძე "სტრასბურთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსი ოლიგარქია მონაკოს პრეზიდენტი
ეგეთ გუნდში როდის იყო ქართველს გაუქაჩია
დაალპობენ სკამზე
4
როგორ მინდა ჩვენი ჟორჟი ლიგაზე. ნეტავ მართლა მონაკოში გადავიდეს. წარმატებას ვუსურვებ ჟორჟს.
G.LA
22:41 22-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული