მიქაუტაძით სამი ფრანგული კლუბი სერიოზულად დაინტერესდა

AutoSharing Option
le10sport-ი წერს, რომ "მეცში" ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევრის ჩატარების შემდეგ გიორგი მიქაუტაძით ფრანგული და საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ.

გამოცემის ცნობით, "მეცმა" შეიძლება "აიაქსისგან" მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და იხეიროს კიდეც - 20-25 მილიონად გაყიდოს. აღნიშნულია, რომ ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის მშობლიური "ლიონი" და "ლილი" აქტიურობენ, ხოლო "მონაკო" ჩასაფრებულია და არაა გამორიცხული, ზაფხულში მის შეძენას შეეცადოს.

იქამდე კი ქართველი "მეცის" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დატოვებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ახლა მთავარია ის სისულელე რაც გააკეტა აიაქსში გადასვლით აღარ უნდა დაუშვას და ამ ეტაპზე ისეთ მაღალი დონის გუნდში გადავიდეს, სადაც გარანტირებული ექნება ძირითადში თამაში. დასახვეწი აქვს რაღაც მომენტები - კერძოდ, პოზიციური შეტევისას, მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ თამაში. აი მერე კი უკვე ტოპ გუნდშიც გადავა დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
არტ
14:20 22-05-2024
0
კიდევ ერთი-ორი სეზონი და გრანდში ველოდებით გიორგის
ნიკა
09:54 22-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული