კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა,  81-ე წუთზე კი უკნიდან  ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო
თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.

"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
შევწიროთ ცხვარი ტაძარს ან დინამოზე დავკლათ ეს უკვე ნამეტანი ჯადოაქ ქვეყანაას
beqa
01 ოქტომბერი 2021 11:16
0
უიღბლობა და ნერვიულობა შენთვისაა, თორემ მაგათთვის არის გამოსავალი. გასამართლებლად სხვა გზა თუ ქონდა?
კ ო მ ბ ლ ე
30 სექტემბერი 2021 23:15
7
რეპორტაჟის წამყვანები ტავიდან ვერ გავიგე, მატჩს კი ბოლომდე კი არა, პირველ ტაიმის ბოლომდეც ვერ ვუყურე. ეს წამყვანები თავიანთ ერუდიციის წარმოჩენას ახდენენ მატჩის მიმდინარეობისას, თუ რეპორტაჟი უნდა წაიყვანონ? ლაპარაკობენ ერთმანეთში ყველაფერზე თამაშის მიმდინარეობის გარდა. რა არის ეს?
თბილისელი
01 ოქტომბერი 2021 10:14
1
ისე გამეტებით ჩასცხეს უკნიდან ფეხი?
ღმერთმა ქნას მძიმე ტრამვას გადარჩეს
თენგო
01 ოქტომბერი 2021 07:45
0
უტყდებათ ქოცური ფედერაცია და არ უნდათ მაგათ მწვრთნელებთან და ნაკრებში თამაში. რა მიხვედრა უნდა მაგას? ბოიკოტის მშვენიერი ფორმა მოიფიქრეს ბიჭებმა. ესეც პატრიოტიზმის ერთგვარი გამოხატულებაა.
ფირუზა
01 ოქტომბერი 2021 06:49
9
ვკითხულობ კომენტარებს და ნერვები მაწყდება.კარგით რა ხალხო,ხომ ხედავთ ჩანაწერს,ხედავთ როგორ ურტყავენ.დავიჯერო ერთხელ მაინც არ მოურტყამთ თქვენთვის ასე?არ გამოგიცდიათ,როგორი ტკივილი იცის?ალბათ ასეა,თორემ ბურთზე დასარტყმელად მოქნეული დაარტყა უკნიდან და სიმულაციაზე რა ნამუსით ლაპარაკობთ?!თან ეს პირველი ხომ არ არის?მორჩენას ვერ ასწრებენ,ისევ ამტვრევენ.ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც.მათი თვალითაც შეხედეთ იმას,რასაც თქვენ აქ წერთ,წარმოიდგინეთ,თქვენ რომ ყოფილიყავით მის ადგილზე და ასე დაედოთ ბრალი,რას იფიქრებდით.წარმოიდგინეთ და იქნებ დამოკიდებულება შეიცვალოთ კიდეც.
სოსო
01 ოქტომბერი 2021 14:44
0
კი, ნამდვილად მიარტყეს უკნიდან წვივში. ეტკინა, რა თქმა უნდა. თუ კუნთი არ არის გაწყვეტილი, მაშინ მაქსიმუმ ჰემატომა იყოს, რაც ხელს არ შეუშლის თამაშში.გაწყვეტის შემთხვევაში 2 თვე მაინც უნდა შეხორცებას. ვნახოთ. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ კიტეიშვილიც...
alexandre
01 ოქტომბერი 2021 09:51
1
ოპერაცია სჭირდებაო.აქ კი,რა ამბავი ატეხეს.აქ რომ არაობიექტური გამოხმაურებებია,ნაკრებისაკენ როგორ იყურებიან ფეხბურთელები,ეგ უფრო მიკვირს.
სოსო
01 ოქტომბერი 2021 14:50
1
არ უნდათ ძმაო ჩამოსვლა და რა გაუხურეთ საქმე, ეს ის ქვეყანა არ არის ტალანტები რომ იბადებიან(ყველაფერში) დაუძახონ სხვებს ვარსკვლავების მეტი რა არის საქართველოში, შენ ხვალ ნახე ვარსკვლავთცვენა
ako
01 ოქტომბერი 2021 08:34
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული