ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გალა-დაჯილდოების ცერემონია.

წლევანდელ წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის, იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას იღებს 7000-მდე სპორტსმენი.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.

აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ დაწესებული აღნიშნული საპატიო ჯილდო პირველად ჩვენმა საამაყო ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დაიმსახურა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლაშა ბექაურს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს ახალ წარმატებას.

რაც შეეხება, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდოს, იტალიელ ტყვიის მსროლელ ჯესიკა როსის ერგო.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

არჩილ
წარმატებები ლაშა ოლიმპიადაზეც და პირად ცხოვრებაშიც! მაგარი კაცი ხარ და სულ მაგრად გაგიმარჯოს!
კაკო
გილოცავ ვაჟკაცო ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ამინ აბა წარმატებები გენაცვალე გულში მგელი ხარ
ძიუდოს გიჟი გულშემატკივარი
ლაშიკ აბა შენ იცი.მთელი ქვეყანა შენი ოქროს მოლოდინშია,გეხვეწები შეასრულე რა
ირაკლი
გენაცვალე! ლომო!
alexandre
ლაშა გილოცავ! მთავარი წარმატება წელს - ოლიმპიადაზე! მთელი ერი გგულშემატკივრობს შენ! მთელ ძიუდოისტთა ნაკრებს! წარმატებებს გისურვებთ!
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა