ხვიჩამ პენალტი გააფუჭა - "რუბინი" "ნიჟნისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის "რუბინმა" ნოვგოროდის "ნიჟნის" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა სათადარიგო სკამზე დასვა, თუმცა მალევე, 28 წუთის გასვლის შემდეგ ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად შემოიყვანა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე "კვარამ" პენალტი ვერ გამოიყენა... საპასუხოდ, 61-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ნიკოლაი კალინსკიმ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება და შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, 10 ტურის შემდეგ "რუბინსა" და "ნიჟნის" 14 ქულა აქვთ და მე-7 მე-8 ადგილს ინაწილებენ.

ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, მოსკოვის "ლოკომოტივის"
წინააღმდეგ გამართავენ, "ნიჟნი" 17 ოქტომბერს "კრილიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ითამაშა კარგად ამწვავებდა ორი პენალი აიკიდა(მეორეც 100% პენალი იყო) პასებსაც კარგად ანაწილებდა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა მოკლედ შედის ფორმაში და ნაკრებს ნაღდად გამოადგება !
ზურა222
17:46 02-10-2021
4
სლუცკი ხვიჩაზე: ''აჟიოტაჟი მასზე გავლენას ახდენს, მისთვის ყველაფერი გართულდა'' --- ხომ გეუბნებოდით, ქართველებს ნამეტანი ქება სწყენს და წაახდენს.
კაცი
18:13 02-10-2021
9

სიახლეები პოპულარული