სლუცკი: კვარაცხელიას ამ სეზონში გაცილებით უჭირს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 50-ე წუთზე კი თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. ნამატჩევს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- როდესაც პენალტი დაინიშნა, ისმოდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან ყვიროდნენ, თერთმეტმეტრიანი დრეიერს შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გადაწყვიტა თვითონ დაერტყა. ასეა ეს?
- დიახ, გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ თუ პენალტი დაინიშნებოდა, მას უნდა შეესრულებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ
მოხდა.

- ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშის პრობლემა რაში მდგომარეობს?
- არ ვიცი. ეს მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს და იციან, როგორ თამაშობს. გაცილებით უჭირს.

გასაგებია, რომ საერთო აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო იყო, გავლენას ახდენს. მეორე სეზონი ყოველთვის უფრო რთული გამოცდაა. თუმცა, ჩვენ ყველანი ვერ ვახერხებთ მის გადალახვას და არა მხოლოდ კვარაცხელია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი ფეხბურთელი თუ ფორმას კარგავს მეტწილად მწვრთნელის ბრალია... ამბობს ბევრ ენერგიას ხარჯავსო და არ ასწავლის მცირე ენერგიით იგივე შედეგს როგორ მიაღწიოს. ნადალიც ბევრ ენერგიას ხარჯავდა კორტზე სირბილის დროს და სულ ტრავმირებული იყო. ხვიჩას ისღა დარჩენია თვითონ მოძებნოს საშუალება საუკეთესო ფორმაში შესასვლელად და სანაკრებო მატჩებზე გაგვახაროს.
გუჯა კახაძე
02 ოქტომბერი 2021 22:49
0
გუჯა,ვიცი რომ შენც შეგიძლია დაეხმარო.იქნებ გეცადა?
სოსო
03 ოქტომბერი 2021 12:59
0
მემგონო ეხლა უკვე ვხვდებით რაშიცაა საქმე ხვიჩა რუბინმა არ გაუშვა და უსაშველოდ დიდი ფასი მოითხოვა მაგიტომაცაა აიცრუა გული და სამაგიეროსაც უხდის. ჯუღელია მოსაკლავი ეგ არ იყო გაუშვებს რუბინი ხელს არ შეუშლისო 20 მილიონს ვინ გადაიხდიდა?!!
Papuna
02 ოქტომბერი 2021 22:29
0
დღესაც არ უთამაშია ცუდად და საერთოდ ავიწყდებათ პენალტი ვინ მოიპოვა,არ შეიძლება შენი ფეხბურთელი ასე საჯაროდ გააკრიტიკო.მე მჯერა ხვიჩასი და დარწმუნებული ვარ გადალახავს ამ კრიზის და ისეთ გუნდში გადავა სადაც ენდობიან.
არჩილ
02 ოქტომბერი 2021 21:53
0
უბრალოდ კვარას ინსტაგრამზე შედით და ნახეთ რუსები რეებს უწერენ. ასევე რუბინის ინსტაგრამზე, ყველა წაგებული თამაშის მერე კვარას ფოტოა ბანერზე და სპეციალურად იწვევენ აგრესიას გულშემატკივრის. ძალიან აწვებიან უკვე ,ყველაფერი დაავიწყდათ რაც მაგათთვის გააკეთა და რა საშინელებებს უწერენ ბიჭს.
სირცხვილია უბრალოდ.
ევროკუბკებზე რო საერთოდ მიაღწია რუბინმა ვისი დამსახურება იყო როგორ მალე დაავიწყდათ.
გულშემატკივარი კი არა ნახირია.
Winter
02 ოქტომბერი 2021 19:29
1
რომ გითხრა ვერ გაიგებ შენი გონება ვერ გაწვდება მაგას,იცხოვრე მშვიდად ის აჯობებს…
ოჰ-ს
03 ოქტომბერი 2021 09:01
0
სად ნახე ერთი გაბრექილი ხვიჩა დაასახელე აბა
ოჰ
03 ოქტომბერი 2021 02:29
2
ყველა გამოხმაურება
Exla wavikitxe mtelma rusulma presam gadauara xvichas,rubinis mekaremac iseti ilaparaka xvichas daxmarebis magier karoche ras unda elode rusisgan gadagibrunda pexi ertxel ds daaviwydat yvelaperi...sluckim 11metriani draiers unda sheesrulebiao ase gadaveyvitet gushino
L.J .
02 ოქტომბერი 2021 19:16
0
ხო და დაუდექით გვერდით გუნდში საუკეთესო ფეხბურთელს თუ უჭირს. აბა მწვრთნელი რისია, რომ იძახდა ზღვარი არ აქვს მის შესაძლებლობებს და შოკში ჩავვარდი მისი ტალანტი რომ ვნახეო...
ნეტა ვისი დამსახურებაა შარშანდელი სეზონი, და ევრო საგზურის მოპოვება. რამდენი თამაში მოაგებინათ მარტომ და რამდენჯერ გადაარჩინა გუნდი.
ცუდი პერიოდი ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაშია და გადალახავს ამას. ტრავმის მერე ფორმაში არაა და ამას ამდენი გატრაგიკულება რად უნდა, პლიუს დაემატა,რომ წელს ისევ რუსულ გუნდში დარჩა.
რამდენი ვარსკვლავის კარიერაში ყოფილა მსგავსი მომენტი იცით? ძალიან ბევრის.
ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და უამრავი ჩავარდნა და აღმასვლა მინახავს, ესაა ფეხბურთი. ნერვების თამაში. კვარაცხელიას იმხელა ტალანტი აქვს, არამგონია ერთ კვირაში თამაში დავიწყებოდა. ნელ-ნელა დააღწევს თავს ამ სტრესს და ტრავმასაც ბოლომდე მოიშუშებს.
აი ჩვენ კიდე ხო მარა რუსებს მაინც რა აქვთ კვარაზე ცუდის სათქმელი, მაყურებელი დააბრუნა ბიჭმა ტრიბუნებზე და ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობდა ჭ კლასის ხალხში.
ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტივით იყო.
როგორ უნდა მოუბრუნდეთ ენა რუბინის ფანებს და კვარას თუნდაც გამაზულ პენალზე რამე თქვან.
რა იციან ფეხბურთი მაგათმა.
ნე პირადად მგონია, რომ მლანძღველ-მაგინებელ ადამიანს ფეხბურთი საერთოდ არ ესმის და არამარტო ფეხბურთი, საერთოდ არცერთო სფერო არ გესმის, როცა ადეკვატურად გაკრიტიკება არ შეგიძლია
Thomas
02 ოქტომბერი 2021 18:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული