ქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ანორთოსისმა“ „აპოელი“ 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 28-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. გიორგის გულშემტკივრებმა უსტვინეს, თავად კი გოლი არ აღნიშნა, უბრალოდ ხელები ზევით ასწია (ეს ამ სეზონში ქვილითაიას პირველი გოლია). მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-40 წუთზე გატანა გიორგი ლორიამ არ დაანება.

თუმცა, შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა კოსტაკის არტიმატასმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ფამაგუსტური გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა, ხოლო ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა სათადარიგოები იყვნენ. „აპოელში“
შეუცვლელად ითამაშა ქვილითაიამ, ბუბა დაუშვილი კი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო ამ შეხვედრაში მონაწილეობა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), „აპოელი“ კი 3 ქულით ბოლოსწინა, მეთერთმეტე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაჟანგული თოფივით წელიწადში ერთხელ გააქვს და მაშინაც ქეცბაის გუნდთან გაიტანა!
niko
11:17 04-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული