ოქრიაშვილი მოლოდინებს ვერ ამართლებს, ქვილითაია კი ქეცბაიას გუნდს შეუტევს - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
კვიპროსული მედია "პაეკის" წინააღმდეგ თორნიკე ოქრიაშვილის გაძევებასა და მომავალ ტურში დაგეგმილ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელსაც "აპოელის" ქართველები "ანორთოსისთან" გამართავენ.

GOAL:

"თორნიკე ოქრიაშვილი "ანტონის პაპადოპულოსზე" ყოფილ კლუბს ვერ დაუპირისპირდება. ქართველმა ფეხბურთელმა მასრიუს დიმიტრიუსს იდაყვი ჩაარტყა, ამის გამო კი პირდაპირ წითელი ბარათის მიღებაც შესაძლებელი იყო.

ოქრიაშვილი საკუთარი თავის აჩრდილია და მენეჯმენტისა და "აპოელის" გულშემატკივართა მოლოდინებს ვერ ამართლებს. ის წინა ტურშიც გააფრთხილეს."

Sportall.Ge

24sports:

"გიორგი ქვილითაიამ "აპოლონის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და უკანასკნელი შეხვედრა გამოტოვა. ერთი კვირის შემდეგ ის "ანორთოსისს" ნამდვილად შეუტევს - ეს მატჩის შემდეგ მთავარმა
მწვრთნელმა განაცხადა.

ქართველი ფორვარდი რამდენიმე თვის შემდეგ "ანტონის პაპადოპულოსზე" ბრუნდება, სადაც გასულ წელს "ანორთოსისის" მაისურით შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - 31 თამაშში 14 გოლი გაიტანა და მაისში თასზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.

ქვილითაია თემურ ქეცბაიას გუნდს პირველად დაუპირისპირდება. მურთაზ დაუშვილიც ამისთვის ემზადება, თორნიკე ოქრიაშვილი კი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს..."

"აპოელს", ისევე, როგორც "ანორთოსისს", მხოლოდ სამი ქულა აქვს. ხსენებული დაპირისპირება 3 ოქტომბერს შედგება. თუკი ქეცბაია გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას დაეყრდნობა, 5 ქართველი ფეხბურთელის დაპირისპირებას ვიხილავთ. შეგახსენებთ, ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი დაუშვილის ახალ გუნდში გადაბარგების ფორმით უკმაყოფილო იყო.

altოქრიმ მეტოქეს იდაყვი უთავაზა, პენალტი მოიპოვა და გააძევეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კვიპროსის ქართველები საერთოდ არ არიან გამოსაძახებლები ნაკრებში, ოქრის ალბათ სულ 3 თამაში აქვს კარგად ნათამაშები კარიერაში, დაუშვილს არც პასის კულტურა, არც შეტევის წამოწყება არ შეუძლია სრული უინტელექტო ფეხბურთელია, ქვილითაია ობერლიგის დონეა, საცოდაობაა ჩვენი ნაკრები, გამოსავალია საპოვნი
მეუფე იაკობი
21:49 28-09-2021
0
მორჩენილია ოქრიაშვილის ფეხბურთი.რა უაზრო ხასიათიც აქვს ისეთი უაზრო კარიერა ჰქონდა.
Master
16:36 28-09-2021
0

სიახლეები პოპულარული