საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
teret kidev ar dagezarot kvarazxelia da chakvetadze...au ra vaeskvlavebi gvkavs, bolos mere daasruleben karieras rogorz ananidze da kenia, egaa vai kartuli fexburtis atmko da momavali,ar shegvizlia fexburtis tamashi tu ara da izxovret iluziebshi mtelma erma!
qomagi
10 ოქტომბერი 2021 01:03
5
გული მერევა...ცუდად ვააარ!..
პეტროსი
10 ოქტომბერი 2021 01:02
2
არ იყო პენალტი ჩემი აზრით. ანუ ჩვენს სასარგებლოთ ეგეთ პენალტს არ დანიშნავდნენ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, ეგეც უნდა ვთქვათ. ერთი სიტყვით, ნუ გავლანძღავთ ბიჭებს, იმიტომ რომ 90 წუთი რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. კოსოვოს უნდა მოვუგოთ!!!
10 ოქტომბერი 2021 00:57
51
გუშინ თქვენ თუ ქართველების ჟილკა ნახეთ მოედანზე აშკარად სხვა თამაშისთვის გიყურებიათ...
გუშინ ცოცხალი არ გამოვიდოდა ქართველი მოედნიდან და ესეთ უსახურ თამაშს არ ითამაშებდა..
ჟურნალისტსაც ამოასხა ბოლოს. 9 წელია გუნდს ოფიციალური თამაში არ მოუგია..
რაზე ვოცნებობთ საერთოდ.
კობიაშვილს თუ სინდისი აქვს ქუდს დაიხურავდა და წავიდოდა...
ხომ შეიძლება ერთხელ ვიღაცა შეაწუხოს სინდისმა - ბოდიში მოიხადოს და წავიდეს.
REZO
10 ოქტომბერი 2021 07:32
0
დიდი მადლობა კომენტატორს! ამოვიდა ყელში ამათი ფერება!!! ბიჭები და ხო არ ტკივათ რამე? და ფსიქოლოგი ხომ არ უნდათ და იწილობიწილო!!! რაც უფრო მეტად მიახლით სიმართლეს პირში მით უფრო უკეთესი! გულშემატკივრის ხმა მაინც არ ისმის და ეს ჟურნალისტები მუდმივად თავზე ხელის გადასმია რეჯიმში იყავით , და ეხლა მადლობა დიდი!!!!
Vasili
10 ოქტომბერი 2021 00:35
1
დიდი ხანია გარდაცვლილია ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ.............
jorj
10 ოქტომბერი 2021 00:27
2
ამათ ხელში სანიოლი ცოდოა კარიერას და ჯანმრთელობას ვუნგრევთ ამ კაცს. აქედან გიჟი წავა ეგ კაცი. ჩვენზე აღარ მაქვს ლაპარაკი.აღარ მინდა ამათი ყურება რაა აიი მუღამი, იმედი და სურვილი ბოლომდე მოკლეს მაკედონიასთან თამაშის შემდეგ და იმის მერე ღრმად და უფრო ღრმად მარხავენ ქართველი ხალხის იმედს და იმ სიამაყის გრძმობას რომ მოვა დრო და ჩვენც დაგვაფასებენ ჩვენც გავიმარჯვებთ, იმიტომაც არის რომ ევროპაში არაფრად არ გვაგდებენ და არცერთ სფეროში არ გვაფასებენ. ხედავენ და იციან და მუდამ ვუმტკიცებთ რა ნაყარ-ნუყარი ხალხი ვართ ბაქიბუქა ერი. ამდენი ხანი ველოდით რო აი ჩაკვე არ არის კვარაცხელია არ არის მიქაუტაძე არ დააყენა ისა ესა სულ რაღაცას ვაბრალებდით და დადგა ის ნანატრი მომენტი რო ყველა ერთად შეგროვდა როგორც იქნა და რა მერე ეგე კი ნახეთ რაც მოხდა.რა ამ კაცის ბრალია აიი ჯიგრულად თქვით რაც გვინდოდა ის გააკეთა ამ კაცმა მაგრამ აბა ამ შემადგენლობამაც ჩაისვარა ისევ. რავი ძმებო ჩემდათავად ამათი მყურებლის და მყვარებლის კიდე რა, მომავალ მატჩებს აღარ ვუყურებ მე და თქვენი არჩევანი თქვენ გააკეთეთ. არ არიან ღირსები ესენი რომ თუნდაც ტელევიზორიდან უყუროთ ისევე არ უნდა დააფასო ესენი როგორც ჩვენ არ გვაფასებენ და მერე იქნებ იმ ქართულ ნაღრძობ უჯიგრო ზარმაც ტვინში რამე შეიცვალოს.
T.q
10 ოქტომბერი 2021 00:25
2
არ წერია ვინ არის ცოდომეთქი?
T.q
10 ოქტომბერი 2021 22:09
0
რაო ვინაა ცოდო???
Rao
10 ოქტომბერი 2021 05:58
0
მთავარი კითხვა, რატომ არ თამაშობს ყველა ფეხბურთელი ჯაბა კანკავასავით თავდადებით? რატომ დასეირნობს კვარაცხელია და სხვები მოედანზე, უბურთოდ რატომ არ მოძრაობს არავინ?
ლაშა
10 ოქტომბერი 2021 00:06
3
ვერ ვხვდები რა გვჭირს, რატო ვერ გამოვდივართ
ამ საშინელი ჯოჯოხეთიდან.
ტორპედოელი
10 ოქტომბერი 2021 00:01
2
არ ვიცით ფეხბურთის თამაში და იმიტომ. დამოუკიდებელი ფედერაციის დაარსების დღიდან რაიმე წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, თუ ერთა ლიგის ფინალს არ ჩავთვლით. ჩვენს ქვეყანაში ადამიანი ფეხბურთელად ვერ ყალიბდება, სადაც მიდის და იქაც უჭირს თამაში. პასი არა, კარში დარტყმა არა, მეორე სართულზე თამაში არა და მთავარი - ფიზიკური მომზადების დონე - ნოლი. თანამედროვე ფეხბურთი ეს არის, ჩვენ ვერცერთს ვერ ვაკმაყოფილებთ და სამაგიეროდ ამბიციები გვტანჯავს, წავაგებთ და გული გვტკივა. მერე ეს მწვრთნელიც შესაბამისი ჩამოდის - ამ ნაკრებით წარმატების მიღწევა მასაც ვერ წარმოუდგენია, უბრალოდ საკუთარ შესაძლებლობებს ცდის, რისი მაგალითიც წინა შეხვედრებში ვნახეთ. ჩემი აზრით, გამოსავალი ჯანსაღი სისტემის შექმნაა, რომელიც შედეგს 10, 15 და შეიძლება 20 წლის შემდეგ მოგვცემს. მანამდე კი ნერვებს ტყუილად მოვიშლით.
: )))))))
10 ოქტომბერი 2021 01:29
1
საქმე იმაშია, რომ ცალკეული ფეხბურთელის ჯიგარი არ ყოფნის ფეხბურთში წარმატებას, ამისთვის გუნდირი ჯიგარია საჭირო, რისთვისაც პროფესიონალიზმია საჭირო გუნდის მართვისას. არ შეიძლება ფეხბურთელების უჯიგრობაში დადანაშაილება, არ მგონია წაგება იყოს მათი ოცნება.
დიტო
09 ოქტომბერი 2021 23:56
8
არც ჩემი საშველია და არც ნაკრების. რაღაცეებს ვეპოტინები, არ მინდა ბოლო იმედიც მომიკვდეს. აი რას ვფიქრობ. ლობჟანიძე ძალიან მომწონს, ბევრს შრომობს, მაგრამ ხომ არ ჯობს, თუ ორივე, ჩაკვეც და ხვიჩაც ითამაშებს, კვარაცხელია მარჯვნივ და გიორგი მარცხნივ დადგნენ (მართლა კი არ დადგნენ). მგონია, რომ სერიოზული საფრთხის შიში ექნება მოწინააღმდეგეს. მიშა და სლავას დროს მემარჯვენა მარჯვნივ იყო, ჰო და იყოს ხვიჩა მარჯვნივ, ამით ის დაიკარგება, რომ ცენტრში შემოსვლით მარჯვენათი ვერ დაარტყამს. სამაგიეროდ დაძაბულობა იქნება ორივე ფრთაზე. ეეეჰ, რაღაცეებს ვბოდავ მგონი, ამათგან, ჯერჯერობით მაინც, არაფერი გამოვა. ა? ვინმემ შემეკამათეთ და მომეცით იმედი, რომ შეიძლება გეშველოს რამე.............
alexandre
09 ოქტომბერი 2021 23:53
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული