სლუცკი ხვიჩას აქებს - კვარაცხელიას გამკრიტიკებელი დიუპინი შეცდომის გამო ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე „ლოკომოტივთან“ „რუბინმა“ გამარჯვება ხელიდან 93-ე წუთზე მეკარე იური დიუპინის შეცდომის შედეგად გაუშვა და მატჩი 2:2 დასრულდა. მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თქვა, რომ მისი დონის გოლკიპერს ასეთი შეცდომა არ ეპატიება და პირობაც დადო, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. ვერ გეტყვით განმეორდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, ყაზანურმა გუნდმა მეტად საჭირო 2 ქულა მისი შეცდომის გამო დაკარგა. გემახსოვრებათ, დიუპინმა „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ნამატჩევს თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ გააკრიტიკა.

დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა ძალიან მონდომებული და აქტიური იყო და უეჭველია, მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას.
მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კვარაცხელიაზე კითხვა დაუსვეს.

- დღეს ის ხვიჩა იყო, რომლის ნახვა თქვენ გსურთ?
- უკვე გაცილებით უკეთესი იყო, უდავოდ.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, ვერ აუხსნია, თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე რატომ გააკეთეს უკან პასი, დესპოტოვიჩმა და ინ ბომმა ტრავმა მიიღეს და არ იცის, რამდენად სერიოზულად დაშავდნენ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს თამაში ხვიჩას პოზიტივში ჩაეთვლება... შემდგომი წარმატებები ხვიჩას!!! განსაკუთრებით ნაკრებში!!!
tngh
16:02 17-10-2021
1
ხვიჩას ნიჭზე თქვით და გეთანხმებით ძალიან ნიჭიერია და მჯერა ეს ნიჭი უკვალოდ არ გაქრება, შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი ყველას,რომ გაგვიხარდება.
თერჯოლელი
15:39 17-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული