ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა უმატებს და ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება" - "რუბინის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინის" "ლოკომოტივთან" ფრედ დასრულებული მატჩი (2:2) ყაზანური გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა БИЗНЕС Online-სთან ინტერვიუში მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს გაუსვა ხაზი.

- არის შეგრძნება, რომ ხვიჩა ისევ იწყებს შარშანდელი ფორმის "აკრეფვას"?
- უკვე იციან, მისგან რას უნდა მოელოდნენ, ცდილობენ ყველა ხაზები გადაუკეტონ, თუმცა ბურთის შესანიშნავად ფლობის ხარჯზე, მეტოქეებს უკან დახევას აიძულებს. უკან დახევას საკუთარ საჯარიმომდე, სადაც მცველებს სულ უფრო და უფრო უჭირთ - მას შეუძლია მოძრაობაზე დაიჭიროს და პენალტი გამოიმუშაოს. ეს ელემენტი ხვიჩამ ჩინებულად აითვისა და ასეთი მოთამაშე
ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

ძნელი სათქმელია, იბრუნებს თუ არა ის ყოფილ დონეს. ხვიჩა არც ისე ხშირად, როგორც ადრე, ხვდება კადრში, არ იგრძნობა მისი სუნთქვა, გაუგებარია მისი აჩქარებითი სამუშაო, მაგრამ პროგრესი სხვა რამეშია აღსანიშნავი - ახლა უფრო ხშირად ჩადის უკან, პირდაპირ საკუთარ საჯარიმოსთან. დაცვაში მისი სამუშაო ყოველთვის აქტიური არ არის, თუმცა ადვილად ბურთის მიღების უფლებას მოწინააღმდეგეს არ აძლევს. ღრმად უკან დახევა შეტევაში შემდგომი ჩართვით კი სერიოზულ ფიზიკურ სამუშაოს მოითხოვს. ამიტომ მე თქვენ აზრს დავეთანხმები - ხვიჩა უმატებს.

ასევე დაგაინტერესებთ