ჩაკვეტაძის 80 წუთი, კარგი თამაში და "გენტის" გამარჯვება ბელგრადში

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე ტურში "გენტმა" ბელგრადში "პარტიზანი" 1:0 დაამარცხა. გოლი 59-ე წუთზე კუმსმა გაიტანა.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძეს ნდობა გამოუცხადა, სასტარტოში დააყენა და არც შემცდარა - ქართველმა 80 წუთი ითამაშა, კარგად, ხალისიანად, როგორც სჩვევია, პასებს ანაწილებდა; თავდამსხმელი დეპუატრი ორჯერ გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე. თავადაც ჰქონდა ორი მომენტი, ჯერ კარს ააცილა, შემდეგ კი მეკარე პოპოვიჩმა არ დაანება გატანა. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მძიმე ტრავმების მერე მალე ძველ ჩაკვეტაძეს ვიხილავთ.

"გენტმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, B ჯგუფში ლიდერია, მეორეადგილოსან "პარტიზანს" 3 ქულით
უსწრებს და სერბულ გუნდს 4 ნოემბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უუჰ შენ გენაცვალე ჩაკვეე!!! მიდი ძმაო, შენ, კვარამ და სხვებმა უნდა გაგვახაროთ მრავალი წლები!
შოთა-მილანი
22 ოქტომბერი 2021 09:17
1
უბრალოდ მაღალი საფეხბურთო ინტელექტის გამო ათამაშებენ მალე ფიხ კონდიციებსაც წამოწევს დაუშვებს დრიბლინგებს
beqa
22 ოქტომბერი 2021 11:44
1
არ იყო ცუდი თუმცა გენტის დონეს აკმაყოფილებს ძლივსძლივს. ჩაკვე ჩვენ მინიმუმ ბარსელონას დონეზე გვემეტება. მიდი გიო, მე მჯერა რო ნიჭი გაქვს, და მგონი არ ვცდები. ვარჯიშს არ მოუკლო. მანქანა დაიკიდე, ქალებიც ზომიერად. მოკლედ საქმეს მიხედე და რუკაზე იქნებ დავიტანოთ ეს დაქცეული ქვეყანა.
sul2
22 ოქტომბერი 2021 11:58
5
ძველი ტექნიკის ნიშნები ისევ ეტყობა კოჟებში, მაგრამ ფიზიკურად უნდა მოუმატოს. ორთაბრძლოებში პრაქტიკულად არ შედის და ართმევაზეც არ მუშაობს. ბურთს კი ითხოვს მუდმივად, მაგრამ მაინცდამაინც თანგუნდელები არ წყალობენ.
კობი 74
22 ოქტომბერი 2021 09:49
1
ვიღაც სერბი ახმახი რო მოფრინავს გაშლილი ფეხით იქ ფეხი არც უნდა შეყოს და ჭკვიანურადაც იქცევა.
ახლა არის 55-60%ფორმაში და ნელ-ნელა მოუმატებს,ახალგაზრდა ორგანიზმი თვითონ აღიდგენს ყველაფეს და ეჰ შიშიც გაუქრება 2-3თვეში.ღმერთმა დაიფაროს ჩაკვეც,ხვიჩაც და ყველა ბიჭები
Levani
22 ოქტომბერი 2021 13:49
0
გიო კარგი იყო... ფორსირება არ არის საჭირო. თავისი დროა აქვს ყველაფერს ჩემო...
tngh
22 ოქტომბერი 2021 16:02
0
სპრინტები ცოტა ჰქონდა.ორთაბრძოლებიც,ტექნიკაც ჯერ კიდევ ვერ აღიდგინა,მაგრამ უკვე 80 წუთი იყო მოედანზე...აჩქარება საჭირო არ არის.სჯობია ნელა და ნაღდად აღიდგინოს კონდიციები.კლუბშიც უკვე მიხვდნენ შეცდომას და აღარ აჩქარებენ.პარტნიორებს ცოტა მეტი სათამაშო ინტელექტი რომ ჰქონდეთ,უკვე ახლავე,გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.
სოსო
22 ოქტომბერი 2021 22:48
0
სწორედაც შვრება ორთაბრძოლებში რომ არ შედის. მაგის დროც მოვა
ლ.მაღლაკელიძე
22 ოქტომბერი 2021 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული