ცნობილ ჟურნალისტს ხვიჩას ხილვა სერია A-ს გრანდში სურს

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში (Grand Hotel Calciomercato) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია:

"მე ძალიან მინდა კვარაცხელია "ნაპოლიში" ვიხილო. ის 20 წლისაა, დაიბადა საქართველოში, ამჟამად ყაზანის "რუბინში" მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ხვიჩა ზეწოლას არ განიცდის და ისეთი დარტყმა აქვს, რომელიც შეიძლება პუბლიკას მოეწონოს.

ხვიჩამ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო დიდ მატჩებში. გრძელფეხება, 183 სანტიმეტრი სიმაღლის, კარგად ფლობს ბურთს მარჯვენა ფეხით, თუმცა უფრო მარჯვე ცაციათია. ფიზიკურ ასპექტში კარგია, ფეთქებადია. შესანიშნავი აჩქარება აქვს
და ტემპის შეცვლა შეუძლია. ძალიან ტექნიკურია და დრიბლინგზე წასვლისას არ ეშინია ორივე ფეხით თამაშის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
დაიწყებენ ახლა დაანებეთ თავი, ნუ თარსავთ, აცადეთ თამაში...
ხალხო იტალური და ესპანური პრესა ეს დღეებია სულ კვარაზე წერს და ჩვენ დავანებოთ თავი? წარმოდგენა გაქვთ რამდენს ნიშნავს ფეხბურთელისთვის კარგი პრესა? ის კი არა რუსები რომ აკრიტიკებენ უაზროდ.
ახლა ირონიულად წერენ, ეგ მარტო თავისი ქვეყნის ნაკრებში იტანს გოლებს და რუბინი დაიკიდაო.
კვარა იმედია ყველას გასცემს სათანადო პასუხს თავისი კარგი თამაშით და ზამთარში სამუდამოდ დაემშვიდობება არაპროფესიონალურ და არასპორტულ ქვეყანას-რუსეთს.
Skeleton
20:44 14-11-2021
2
უმადურობა არაა საჭირო რუბინისიც და სულიცკისიც მადლიერების ვართ რომ ბიჭს მისცეს შანსი თავი დადებითი კუთხით წარმოეჩინა ( რას ვიზამთ ბოლოს მაინც გამოიჩინეს რისთვისაც მათ მთელი მსოფლიო რასაც ეძახის) ეგ არაა მთავარი უკეთესი მომავლისთვის აქედანაც საუკეთესო გამოსავალი უნდა წამოიღო ხვიჩა რუსული ლიგა შენი მოძრაობების და დარტყმების დასახვეწად უნდა გამოიყენო სად თუარა მანდ გაქვს უფრო მეტი საშუალება მცველებზე დაკვირვება შენი პლიუსების ავტომატიზმამდე აყვანა ნიმუშებზე მუშაობა ტოპ ლიგებში ეგ საშუალება ნაკლებად გექნება იქ უფრო მაგარი და სწრაფი მცველები გელოდებიან ამიტომ მიუდექი საქმეს პრაგმატულად კარგი იქნება თუ პირად მწვრთნელს აიყვანა ევროპელის გამოცდილს არაფერია მაგაში დასაძრახი სწავლა სიბერემდეაო წარმატებები და დაიხსომე არაფერი არაა იმაზე მეტი როცა შენი წარმატებით თვალცრემლიანი სიხარულით აღტკინებული გულშემატკივარი გულში ჩაგიკრავ და მადლობას გეტყვის უფალს ებარებოდეთ შეგვეწიოს და დაგლოცოს წინ ხელი ჩაკიდე ჩაკვესაც გვერდში დგომა მისთვის მნიშვნელოვანი დამიჯერე ძლიერი ჩაკვე შენთვისაც ძალიან სასარგებლოა( ისეთი პასების მოგცემს რომ ის ნანატრი სტაბილურობა ავტომატურად მოვა და ერთმანეთის დახმარებით ორივე მოგებული დარჩებით საბოლოოდ კი ქვეყანაც იხეირებს ანუ ნაკრები უფსკრულიდან ამოვა.
კახა
01:12 15-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული