ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების შეკრებიდან წასული გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა და ის ბელგიის ჩემპიონატის უახლოეს ტურს გამოტოვებს - განაცხადში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, უზბეკეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლის ტკივილები აწუხებდა, სერიოზული არაფერი იყო, თუმცა მან ექიმებთან კონსულტაციით შეკრება დატოვა. მანამდე, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ შევედეთან მატჩის წინ გიორგის სპორტული მდგომარეობით კმაყოფილი არ იყო, რის გამოც "გენტის" ნახევარმცველს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

Voetbalnieuws-ი წერს, რომ გიორგის განაცხადში არყოფნის მიზეზი ტრავმა არაა.

რაც
შეეხება ქართველი ფეხბურთელის კლუბს - ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურში ისინი "ვარეგემს" ესტუმრებიან. "გენტი" 18 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. იმედია, ჩაკვეტაძე
26 ნოემბერს სრულ მზადყოფნაში იქნება და კონფერენს ლიგაზე თემურ ქეცბაიას "ანორთოსისთან" სტუმრობას შეძლებს.

altეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

altშეუმჩნეველი ჩაკვეტაძე და სასტარტოში არდაყენებული მიქაუტაძე

altბელგიური მედია ჩაკვეტაძეს აქებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძლიერ ტრამვას რაღაც პერიოდის მანძილზე მცირე ტრამვები მოყვება ხოლმე. საკმაო დრო ჭირდება იმას, რომ სრულად აღდგენა მოხდეს. მთავარია ახალი ძლიერი ტრამვა არ მიიღოს. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს აღდგენასდა რაც მთავარია ფსიქოლოგიურად იყოს ძლიერად. ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები გიო!
არტ
20 ნოემბერი 2021 11:55
0
ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე გუნდის გამოცვლაა...ჰაერივით ჭირდება ჩაკვეს გარემოს გამოცვლა.რაც უფრო დიდ ხანს დარჩება გენტში მით მეტ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავსა და კარიერას
მიდი ჩაკვე მიდი
20 ნოემბერი 2021 15:21
3
ეს შენ მოვიფიქრე თუ აკვიატებული აზრია?
ბაჩი
20 ნოემბერი 2021 21:00
3
მე რომ ვყოფილიყავი ამდენი ტრავმის მერე დავანებებდი თამაშს თავს მარა მიდი ბოლომდე ჩაკვე....
optimus
20 ნოემბერი 2021 14:32
0
რა სჭირს ამას კიდევ მოურჩენელი მართლა შუშის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა რა. ვინმე წესიერი ექიმი უნახეთ ან მლოცველი რა არის ბიჭი წელში ვერ გამართულა
გორკა
20 ნოემბერი 2021 11:17
2
სურათი ზუსტად გვიჩვენებს ქართული ფეხბურთის სახეს.
ასა
20 ნოემბერი 2021 13:15
12
"ქართული" ფიზმომზადების კლასიკა. :(
ლუკა
20 ნოემბერი 2021 13:00
2
გიო გამაგრდი... წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევია!!! იმედია, სრულ ფორმაში შეხვდები ახალ სეზონს!!!
tngh
20 ნოემბერი 2021 15:33
1
სამწუხაროდ ანანიძეობა დაემართა.
ჯუჯი
20 ნოემბერი 2021 14:26
7
ვარჯიშზე მიიღო ტრავმა? რატომ არ წერენ. ანუ საქართველოს ნაკრებში ჯანმრთელი ჩამოვიდა, შვედეთთანაც ჯანმრთელი იყო, სათადარიგოზე იჯდა, უბრალოდ არ ჩათვალა საჭირო შემოყვანა.
მაგის მერე განაცხადა სანიოლმა, რომ თამაშს არ იმსახურებდაო და მეორე დღეს ჩაკვეს ტრავმა აღმოაჩნდა. რეალურად შვედეთის მერე ვარჯიში არ ჰქონიათ და როდის მიიღო საინტერესოა, გორში უკვე აღარც წასულა ჩაკვე, უზბეკეთთან მატჩის წინ არც უვარჯიშია. ერთი ის რჩება, რომ ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო ნაკრებში ჩამოსვლისას, ან ფეხბურთის გარეთ ასე მოწმენდილ ცაზე უცებ რაღაც დაემართა.
Skeleton
20 ნოემბერი 2021 13:09
2
დაასრულოს კარიერა ჯობია თვითონაც დაისვენებს და ჩვენც 3 წელია ამის თამაშს რომ ველოდებით
ნიკა
20 ნოემბერი 2021 14:57
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული