საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო, ზუსტად 9 წუთში კი მშვენიერი საგოლე პასით საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. ბელგიური მედია გიორგის აქებს.
Nieuwsblad:
"ჩაკვეტაძე შეხვედრაში ძალიან პროდუქტიულად ჩაერთო - შეტევის გასაგრძელებლად ბურთი არაერთხელ მოითხოვა და მე-80 წუთზე შესანიშნავი საგოლე პასიც გააკეთა. ამის შემდეგ "გენტის" თამაშში მეტი
Dhnet:
"გიორგიმ ტისუდალს საგოლე პასი ლანგარზე მიართვა, რამაც გუნდი თამაშში დააბრუნა, თუმცა ანგარიში (1:1) აღარ შეცვლილა."
La libre:
"ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი მილიმეტრებიანი სიზუსტით გააკეთა და "გენტი" ჯგუფში პირველ მარცხს გადაარჩინა."
7 ნოემბერს, ბელგიის ჩემპიონატში, გიორგი მიქაუტაძის "სერენი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" უმასპინძლებს, რომლის შემდეგაც ორივე ეს მოთამაშე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოემგზავრება.
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "გენტმა" ფრეს მიაღწია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]