ქეცბაიამ თავის ნათლულს მესამე შანსი მისცა - კაჭარავამ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ცნობით, 20 ნოემბერს "ოლიმპიაკოსთან" ნამატჩევს (2:3) "ანორთოსისის" გასახდელში მომხდარი ეპიზოდის შემდეგ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავისი ნათლულის, თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალა, თუმცა დღეს საღამოს სიტუაცია შეიცვალა.

goal.philenews-ი იტყობინება, რომ კაჭარავამ და ვეტერანმა ჩრდილოირლანდიელმა ფორვარდმა კაილ ლაფერტიმ 2022 წლის მაისამდე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვეს, რაც ფამაგუსტურ კლუბს 259 ათასი ევრო დაუჯდება და ფეხბურთელები არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.

"გენტთან" შეხვედრის წინ მათ არ უვარჯიშიათ და გამოცემის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობის ჩარევის შედეგად, ქეცბაია
"უძღებ შვილს" (ასე მოიხსენიებენ კაჭარავას) პარასკევს გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას დართავს და მესამე შანსს მისცემს, რომ გუნდს დაეხმაროს და მწვრთნელის ნდობა გაამართლოს. რაც შეეხება ლაფერტის, ჯერჯერობით ინდივიდუალურად გააგრძელებს ვარჯიშს.

24sports-ი აღნიშნავს, რომ ორივე ფეხბურთელი ქეცბაიას მათდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა, რაც როგორც ჩანს, მთლად დიპლომატიური არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა შუაშია ნათლული … კაჭარავას ნათლიაა ქეცბა ??
ბეჟო
20:03 25-11-2021
0
თავიდანვე რატომ მიყავდა,რისი გამკეთებელი იყო არიცოდა?
პპპ123
03:01 25-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული