დუდა სანაძემ და მისმა "ანორთოსისმა" ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. კვიპროსულმა გუნდმა ლიმასოლში ესპანურ "სარაგოსას" უმასპინძლა და ბრძოლაში – 76:83 დამარცხდა. შედეგად, "ანორთოსისმა" ჯგუფური ეტაპი მოუგებლად, 6 მარცხით დაასრულა. ქართველ ლეგიონერებს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ფიბა ევროპის თამაშებისთვის ჰქონდა და შესაბამისად, სანაძისა და "ანორთოსისის" ურთიერთობა ამ ეტაპზე დასრულდა.
"სარაგოსასთან" მატჩში სანაძემ 10 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 28 წუთი დაHყო. ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო,
პერიმეტრიდან კი 5 ცდიდან ყველა სროლა აუცდა.
სანაძემ კვიპროსი უკვე დატოვა და ოთხშაბათს თბილისში იქნება. 15 ნოემბრიდან ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.
GBF.GE