ქეცბაიამ სტაბილურობას ვერ მიაგნო, ქართველებს კი ნაკლებად ენდობა - კვიპროსული მედია მსჯელობს

AutoSharing Option
კვიპროსული philenews-ი "ანორთოსისსა" და თემურ ქეცბაიას მხრიდან ხშირ როტაციაზე წერს:

"ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ მიაგნო. ამაზე მეტყველებს ის სასტარტო 11-ეულები, რომლებითაც ფამაგუსტის კლუბმა გასულ 19 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე) იასპარეზა.

ქეცბაიამ 17 შემთხვევაში მინდორზე განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა. სეზონის მესამედი უკვე გავიდა და ეს როტაცია გუნდს სტაბილურობის მოპოვებაში ხელს უშლის.
25 სექტემბრიდან დღემდე, 12 შეხვედრაში, ქართველმა სპეციალისტმა მოახერხა და სასტარტო შემადგენლობა ამდენჯერვე შეცვალა.

თემურის "ფავორიტი"კოსტაკის არტიმატასია (18 შეხვედრაში მონაწილეობით), ჰუსბაუერს, არაიურსა და რისვანისს კი 17 მატჩში დაეყრდნო."

რაც
შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, გიორგი ლორიამ გუნდის კარი 15 შეხვედრაში დაიცვა (ცური მისი სერიოზული კონკურენტი ხდება), დანარჩენებს კი ნაკლებად ენდობა - ნიკა კაჭარავამ (რომელთანაც მწვრთნელს კონფლიქტი ჰქონდა) 6 მატჩში ითამაშა, ნიკა ნინუამ კი - მხოლოდ სამში.

"ანორთოსისი", რომელიც 13 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს, 4 დეკემბერს "პაეკს" უმასპინძლებს (21:00 სთ).

altქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა

altქეცბაია უკეთეს ხასიათზეა, "არსენალი" ზურიკოს გარეშე ვერ იგებს - ქართველების ორშაბათი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული