გიორგი ჩაკვეტაძის "გენტთან" გამარჯვებით, თემურ ქეცბაიამ და მისმა გუნდმა ხასიათი გამოიკეთეს. "ანორთოსისი" გიორგი პაპუნაშვილისა და რევაზ ინჯგიას "აპოლონს" დაუხვდება. დასჯის შემდეგ ნიკა კაჭარავა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ნიკა ნინუა ისევ არ ჩანს. საინტერესოა, ვინ დაიცავს ფამაგუსტელთა კარს, რადგან კონფერენს ლიგაზე მეკარე ცურს მშრალი მატჩი ჰქონდა. რამდენად დაუბრუნდება გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობას, რთული სათქმელია.
"აპოლონი", სადაც ქართველ ფეხბურთელებს თამაშის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ, 24 ქულით მეორე ადგილზეა, "ანორთოსისს" კი 12 ქულა აქვს და
კვიპროსის ჩემპიონატში ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი დაპირისპირება შედგება - "აპოელი" მოქმედ ჩემპიონ "ომონიას" უმასპინძლებს. მურთაზ დაუშვილი გუნდს დაუბრუნდა და გამორიცხული არაა, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას - ისინი მეტოქეს აუცილებლად შეუტევენ.
"აპოელი" 14 ქულით მე-10 პოზიციაზეა. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.
ზურიკო დავითაშვილის "არსენალს" რუსეთის პრემიერლიგაში უკანასკნელი ადგილიდან თავის დაღწევა სჭირდება. ტულელებს სერიოზული სტუმარი ჰყავთ - მოსკოვის "ლოკომოტივი". ზურიკოს გუნდმა უკანასკნელად 16 ოქტომბერს, "ზენიტის" წინააღმდეგ გაიმარჯვა, სადაც გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. ასე რომ, დავითაშვილის კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
"სტადიონ არსენალზე" დაპირისპირება 20:00 საათზე შედგება.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი ბრატისლავის "სლოვანი" "სერედს" უმასპინძლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდს ძალიან ბევრი გააქვს -38. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ 27 შედეგიანი დარტყმა აქვს. მოგეხსენებათ, ჯაბა კანკავა დედის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებში გუნდთან ერთად არ იყო, გურამ კაშიასკი სასტარტო შემადგენლობაში ველით.
ბრატისლავური მატჩი სტარტს 21:00 საათზე აიღებს.
"გენტმა" გაიმარჯვა, ჩაკვეტაძე კი განაცხადში გაუგებარი მიზეზით არ იყო
კვეკვესკირის საგოლე პასი - მისმა გუნდმა ლიდერობა განიმტკიცა
ხვიჩას საგოლე პასი, ტრავმა და "რუბინის" დასანანი მარცხი [VIDEO]