ყაზანის დროით ხვიჩას გოლის დროა - ქართველების კვირა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" "ნიჟნი ნოვგოროდს" ესტუმრება. მიმდინარე სეზონში, ქართველმა გარემარბმა მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო და 3 შედეგიანი პასი შეასრულა. ხვიჩასგან გაცილებით მეტ გოლს ვართ შეჩვეულნი.

კვარაცხელიამ წინა ტურში მშვენიერი საგოლე პასი შემოგვთავაზა. იმ ეპიზოდში მას მოსკოვის "დინამოს" კარის აღებაზე ფიქრიც შეეძლო, თუმცა ეფექტური თამაშის შემდეგ, ბაკაევს გაატანინა.

მიმდინარე პრემიერლიგაში ხვიჩას ერთხელ გოლი საეჭვო ვითარებაში გაუუქმეს. რჩება განცდა, რომ თუკი ეს ნავსი გატეხა, "კვარა" გატანას ძველებურად მოახერხებს.

"რუბინი" 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, დღევანდელი დაპირისპირება 17:30
საათზე დაიწყება, ხვიჩა კი სასტარტო შემადგენლობაშია.

წინა ტურში მშრალი შეხვედრის შემდეგ, დავით ვოლკოვი საკუთარ მოედანზე "გაბალას" კარის აღებას შეეცდება. "ზირას" დღევანდელი მეტოქის მსგავსად, 22 ქულა აქვს და მათთან მეორე-მესამე პოზიციას იყოფს.

შეგახსენებთ, ვოლკოვს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და მეტოქეთა კარის აღება 9-ჯერ მოახერხა.

Sportall.Ge

"ზირა სტადიუმზე" მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება კვიპროსში გაიმართება - "აპოელი" "პაფოსს" მიიღებს.

თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით. ნიქოზიური კლუბი 14 ქულით მე-10 ადგილზეა, მატჩი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ნიკა კვეკვესკირი პირველი წრის ჩემპიონი უკვე გახდა, თუმცა უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია, თუკი მისი "ლეხი" სტუმრად "ზაგლებიეს" დაამარცხებს.

16 ტურის შემდეგ, კვეკვესკირის გუნდმა საკუთარ კარში მხოლოდ 8 გოლი მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ლუბინში შეხვედრა 20:30 საათზე აიღებს სტარტს.

altაბუაშვილის დუბლი "პორტუში" და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შანსი

alt"მეტალისტის" მწვრთნელს კვირკველიაზე ჰკითხეს, ქეცბაია ისევ ანერვიულდა - ქართველების შაბათი

altმინოლემ მიქაუტაძეს არ გაატანინა - "ბრიუგემ" პსჟ-სთან შეხვედრამდე "სერენს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული