კვარაცხელიამ წინა ტურში მშვენიერი საგოლე პასი შემოგვთავაზა. იმ ეპიზოდში მას მოსკოვის "დინამოს" კარის აღებაზე ფიქრიც შეეძლო, თუმცა ეფექტური თამაშის შემდეგ, ბაკაევს გაატანინა.
მიმდინარე პრემიერლიგაში ხვიჩას ერთხელ გოლი საეჭვო ვითარებაში გაუუქმეს. რჩება განცდა, რომ თუკი ეს ნავსი გატეხა, "კვარა" გატანას ძველებურად მოახერხებს.
"რუბინი" 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, დღევანდელი დაპირისპირება 17:30
წინა ტურში მშრალი შეხვედრის შემდეგ, დავით ვოლკოვი საკუთარ მოედანზე "გაბალას" კარის აღებას შეეცდება. "ზირას" დღევანდელი მეტოქის მსგავსად, 22 ქულა აქვს და მათთან მეორე-მესამე პოზიციას იყოფს.
შეგახსენებთ, ვოლკოვს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და მეტოქეთა კარის აღება 9-ჯერ მოახერხა.
"ზირა სტადიუმზე" მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება კვიპროსში გაიმართება - "აპოელი" "პაფოსს" მიიღებს.
თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით. ნიქოზიური კლუბი 14 ქულით მე-10 ადგილზეა, მატჩი კი 19:00 საათზე დაიწყება.
ნიკა კვეკვესკირი პირველი წრის ჩემპიონი უკვე გახდა, თუმცა უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია, თუკი მისი "ლეხი" სტუმრად "ზაგლებიეს" დაამარცხებს.
16 ტურის შემდეგ, კვეკვესკირის გუნდმა საკუთარ კარში მხოლოდ 8 გოლი მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ლუბინში შეხვედრა 20:30 საათზე აიღებს სტარტს.
აბუაშვილის დუბლი "პორტუში" და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შანსი
"მეტალისტის" მწვრთნელს კვირკველიაზე ჰკითხეს, ქეცბაია ისევ ანერვიულდა - ქართველების შაბათი
მინოლემ მიქაუტაძეს არ გაატანინა - "ბრიუგემ" პსჟ-სთან შეხვედრამდე "სერენს" სძლია