ქეცბაია: გუნდს მილიონი მოვუტანეთ, ახლა ჩემპიონობაზე გადავერთვებით

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე სერბულ "პარტიზანთან" (1:1) ფრისა და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

"ანორთოსისის" გულშემატკივრები და კვიპროსული ფეხბურთი ჩვენით ამაყობს. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთამდე იბრძოლეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე და რთულ მოედანზე ვითამაშეთ. ევროპული მოგზაურობა ამით დავასრულეთ. ეს კარგი იყო და გამოცდილებაც მივიღეთ, ახლა კი კონცენტრირებულნი ჩემპიონობაზე უნდა ვიყოთ.

ჩვენ აქ რთულ ვითარებაში ვიყავით, საკუთარ მოედანზე ვერ ვთამაშობდით. თუ ამ სტადიონს აქვს მატჩების მასპინძლობის უფლება, არ მგონია, რომ "ანტონის
პაპადოპულოსმა" ვერ შეძლოს, რადგან მას არაფრით ჩამორჩება. კარგი რაც გავაკეთეთ, ისაა, რომ გუნდს თითქმის 1 მილიონი ევრო მოვუტანეთ."

შეგახსენებთ, სერბეთში გამართულ შეხვედრაში გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ნიკა კაჭარავამ კი 68-ე წუთიდან ითამაშა. უახლოეს შეხვედრაში, 13 დეკემბერს, "ანორთოსისი" "დოქსას" უმასპინძლებს.

altჩაკვეტაძის 70 წუთი და "ანორთოსისის" ხელიდან გაშვებული შანსი [VIDEO]

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სლოვანი" კონფერენს ლიგიდან გამოაგდო

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარო ქეც
pepe
11 დეკემბერი 2021 22:13
0
მაგარო კაცო გაიხარე ქეც მაგარიხარ
dato
11 დეკემბერი 2021 20:07
0
ამას რომ მეთექვსმეტედფინალში გაეღწია, კვიპროსის პრეზიდენტობას მოინდომებდა საერთოდ!
შაკო
11 დეკემბერი 2021 18:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული