როგორ ახერხებს ამას ქეცბაია? - კვიპროსული გამოცემა ქართველის ხასიათით გაოცებულია

AutoSharing Option
კვიპროსული sport-fm-ი თემურ ქეცბაიას შესახებ წერს:

"ურთიერთობა, რომელიც ქეცბაიას თავის ფეხბურთელებთან აქვს, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე. როგორ ახერხებს ქართველი სპეციალისტი, რომ ასე მარტივად მოაგვაროს კონფლიქტები და საერთო ენა გამონახოს მასთან, ვისაც არ ეთანხმება, მხოლოდ მან იცის.

"დოქსასთან" (2:0) დამახასიათებელი იყო ამრ ვარდას კადრი, რომელმაც "ანორთოსისის" მხრიდან მეორე გოლი გაიტანა - ის გაიქცა და მწვრთნელს მოეხვია, მანამდე კი ამ ორს დაპირისპირება ჰქონდა."

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქეცბაიას ინციდენტი ნიკა კაჭარავასთანაც შეემთხვა, რომელიც მალევე ამოიწურა. "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორიაც ასპარეზობს, ჩემპიონატში მე-7 ადგილს
იკავებს, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 შეხვედრას გამართავს.

altქეცბაია გამარჯვებით კმაყოფილია და კიდევ ორი მოგების იმედი აქვს

altქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში



მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არის ძნელი შერიგება ადამიანთან, რომელიც იცი, რომ მუდამ გულწრფელია, კონფლიქტამდეც, კონფლიქტის დროს, შერიგების დროს და შერიგების შემდეგაც. მისი გული მისივე სიტყვების უკან კი არ იმალება, არამედ სიტყვები სარკეა მისი გულისა (ცოტა ხუმრობაც რომ გავურიოთ, მთავარია, გრამატიკულად გაუგო თემურას, თორემ ადამიანურად, თუ კაცი ხარ, არ გაგიჭირდება).
ქომაგი
15 დეკემბერი 2021 15:53
2
გულწრფელად გვახევდა 2 მილიონს ათი წელი:)
sul2
20 იანვარი 2022 18:53
0
თემურა საქართველოს ბიუჯეტის ქუურდი! ორი მილიონი ჭამა წლიურად მაგის გულწრფელ ოჯახს ენაცვალოს საქართველოს ახალგაზრდობა
იოლია ლაპარაკი როცა ტვინი არ გიჭრის!
17 დეკემბერი 2021 02:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული